fichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ლივერპულის" მთავარი სამიზნე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდება და თუ 130 მილიონ ევროდ შეიძინეს, ეს სერია A-ს რეკორდი იქნება.

გამოცემა წერს, რომ "ლივერპული" ახალგაზრდა ქართველის ხელში ჩაგდების სურვილითაა შეპყრობილი, რომელიც უკანასკნელი თვეების ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიადესი სენსაციაა, "ნაპოლის" ლიდერია, გუნდს ჩემპიონობისკენ მიუძღვის და ევროპის წამყვანი კლუბები მისი სამსახურით დაინტერესდნენ.

"კვარაცხელიასადმი "წითლების" ინტერესი იმდენად მაღალია, რომ მზად არიან საკმაოდ კარგი წინადადებით მიმართონ, რათა მომავალ სეზონში "ენფილდის" ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად აქციონ. იურგენ კლოპის გუნდმა გასულ
სეზონში სადიო მანე დაკარგა, ახლა რობერტო ფირმინოს გარეშე დარჩება, ამიტომ თაობათა ცვლისთვის და შეტევის ხაზის გადასაწყობად ახალი, დიდი ტალანტი სჭირდება.

კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, მისმა ფასმა მკვეთრად მოიმატა, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნების გათვალისწინებით კი, ტრანსფერის გასაჩარხად "ლივერპულს" და სხვა დაინტერესებულ კლუბებს ზაფხულში სერიოზული თანხის გაღება მოუწევთ. ბრიტანელები მზად არიან 130 მილიონი გადაიხადონ და ამ შემთხვევაში "კვარა" სერია A-დან ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება".

მკითხველის კომენტარები / 30 /
ვისი, ან რის გამო უნდა დარჩეს ნაპოლში, კიდე ორი სეზონიო თან. მანდ, თავისი უკვე ქნა ხვიჩამ. მითუმეტეს კლოპთან გადასვლაზე, უარიროგორ უნდა თქვა? რა თქმა უნდა ხვიჩამ უკეთ იცის. წარმატებები, ქართულ გენსა და ნიჭს!
ლევანი
14 აპრილი 2023 15:59
0
Klopo spaletisgan gansxvavebit ruis gaushlida xelebs da dauyvirebda mainc pass rato ar idzlevio magashi magaria klopo melotas jobia magram liverpulshi ar mgonia kvara wavidodes
289
14 აპრილი 2023 09:40
4
ამ ზაფხულს "ნაპოლი" ალბათ დაიშლება; თუ "ლივერპულში" სასტარტოს შეპირდებიან, გადასვლას მივესალმენი
თან ხვიჩას სტილი ინგლისში უფრო გაანათებს! მერე შევხედოთ - ხვიჩა, ლეაო, ვინიციუსი, თუ მიტომა!
ორდე
14 აპრილი 2023 09:04
3
რომელ შეპირებაზე გაქ საუბარი??ჯერ ესერთი ესეთ პირობას არც არავინ იძლევა და არც არავინ ითხოვს როგორც წესი მაგრამ 22-წლის ამომავალ ვარსკვლავში რო გუნდი 130-მილიონს გადაიხდის იმას სკამზე დასვავს შენი აზრიით??რაღაცას რო წერ ცოტა ხო უნდა დაფიქრდე არაა,,მერე კიდე დღეს ლივერპულში მარჯვნივ სალაჰი როგორც დგას მარცხენა მხარეს მაგ კალიბრის არავინ არ ყავთ რო კვარას მაგისი პრობლემა შეექმნას
Gela
14 აპრილი 2023 10:08
3
ეს თუ მართალია აუცილებლად უნდა გადავიდეს !
zura222
14 აპრილი 2023 03:20
1
სად უნდა გადავიდეს ლიგაზეც ვერ გავა ლივერპული შემდეგ სეზონში
Gio
14 აპრილი 2023 12:12
1
მორიგი ჭორი, რეალში უკვე გადაიყვანეს,ეხლა ლივერპულში გადაჰყავთ. ამხელა ფულს დღესდღეობით არავინ არ გადაიხდის ხვიჩაში, ისეთი კონტრაქტი დაუდო ჯუღელმა რომ მეშინია ბოლომდე ნაპოლიში არ შერჩეს
მამუკა
14 აპრილი 2023 03:13
22
თუ ასეთი შანსი გამოჩნდა, ხვიჩა უნდა გადავიდეს. კლოპი სპალეტიზე უკეთესი მწვრთნელია. იქ განვითარების უკეთესი პირობები ექნება თან ლივერპულის სტილი კვარასათვის შესაფერისია. არის რისკიც , რადგან ზოგადად პრემიერ ლიგა უფრო რთულია სათამაშოდ. უფრო ინტენსიურია ვიდრე იტალია, მაგრამ ეს გამართკებული რისკი იქნება ჩემი აზრით. რაც შეეხება ნაპოლის, გაისად დიდი ალბათობით ოსიმენიც და კიმიც გუნდს დატოვებენ, შეიძლება ლობოტკაც, ამის გარდა ინტერიც, მილანიც და იუვეც მოუმატებენ წლევანდელთან შედარებით და არის იმის საშიშროება რომ ნაპოლის წლევანდელი აღზევება დროებითი აღმოჩნდეს.
არტ
14 აპრილი 2023 02:57
1
მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს ამ ნაპოლში რომ დავდივართ მერე რაგვეშველება ბრიტანეთი მოგვცემს ვიზებს რო ჩავიდეთ ხილმე? აღარც ჩამოვა არავინ იქედან
Soso
14 აპრილი 2023 01:31
4
ნაპოლში არა ნეაპოლში. ის მაინც იცოდე სად დადიხარ
gio
14 აპრილი 2023 03:14
5
გადადი ძმაო არც დაფიქრდე, ბევრად უკეთესი მწვრთნელი გეყოლება, რომელოც თავისუფლებას მოგცემს, მარიო ხუ*საც მოშორდები და ხელფასიც ბევრად მეტი გექნება. მეცოდება შენისთანა ტალანტი ნაპოლისთვის.
gii
14 აპრილი 2023 00:43
6
კლოპი არის ის ადამიანი ვინც ხვიჩასგან მონსტრს შექმნის. არცერთი მწვრთნელი არმოუხდება ისე როგორც კლოპი. არამგონია წავიდეს მაგრამ თუ გადავა გამიხარდება. არ იმსახურებს ნაპოლი ამ ბიჭს ჩვეულებრივი ბოღმიანები არიან
ქართველი
14 აპრილი 2023 00:06
2
გუშინწინ ლივერპულმა ბელინგემზე ოფიციალურად თქვა უარი - ძალიან ძვირია და მაგ ფულით 2 მაგარ ნახევარმცველს ვიყიდიო - შერჩეულებიც ჰყავს, თან ფაქტიურად მთელი ნახევარდაცვა გადასაკეთებელი ჰყავს. არადა ბელინგემი 120 მლნ ღირს და 23 წლამდე ყველაზე ნიჭიერად ითვლება, მართლა ძალიან მაგარია. ამიტომ ძალიანძალიან მეეჭვება, ხვიჩაში 130 მლნ გადაიხადოს, თან დიასი, ნუნიესზე და ჟოტაზე რომ არ ვთქვათ, ხვიჩასადმი ჩემი პირადი ქომაგობის და სიმპათიის მიუხედავად, ყოველ შემთხვევაში ტრავმამდე, ხვიჩაზე უკეთესი იყო.ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება
ზურა
14 აპრილი 2023 00:06
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული