წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" "ტოტენჰემის" ცენტრალური მცველის რადუ დრაგუშინისა და "ლეჩეს" განაპირა მცველის პატრიკ დორგუს დამატებას შეეცდება, იმის გამო, რომ ნეაპოლური გუნდის ახალწვეული ლეონარდო სპინაცოლა საუკეთესო ფორმისგან ჯერჯერობით შორსაა, დე ლაურენტისი დანიელ ფეხბურთელს სწორედ მის შემცვლელად განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ორივე მათგანის ტრანსფერს მიესალმება.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევს "ნაპოლის" დორგუსა და დრაგუშინის სანაცვლოდ.
"კვარას" კონტრაქტზე რას გვეტყვი, პრეზიდენტო?" - დე ლაურენტისის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტებს
"ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს" - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე
ხვიჩას საწინააღმდეგო კამპანია - კასანომ დე ლაურენტისის საქციელს სიგიჟე უწოდა