მიქაუტაძის დუბლი - გიორგიმ თამაში "გააკეთა" და "მეცს" "ბორდოსთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ბორდო“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, სტუმართა რიგებში კი ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პირველ ტაიმში ფრთხილი თამაში ვიხილეთ, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტების გარეშე. მე-40 წუთზე მიქაუტაძე მეკარე პუსინთან პირისპირ გაიჭრა, რომელიც საჯარიმოს გარეთ გავიდა, გაშლილი ფეხით წააქცია და გააძევეს. პირველი ტაიმის დასასრულს გიორგი ფლანგზე დრიბლინგი განახორციელა, თანაგუნდელს გადაცემა გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები უკვე დიდ უპირატესობას დაეუფლენ, სამწუთიან მონაკვეთში მეტოქის კარი ჯელოუმ და
მიქაუტაძემ დალაშქრეს. ცოტა ხანში გიორგი საჯარიმოში ორ მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, თუმცა ქართველმა 72-ე წუთზე დუბლი მაინც შესრულა, 83-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.

მიქაუტაძე 17 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა.

ამ მომენტისთვის 61 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 56 ქულით მეორე ადგილზე „ბორდოა“, 55 ქულით მესამეზე „მეცი“, 52 ქულით კი მეოთხეზე „სოშო“.

22 აპრილს „მეცი“ გასვლაზე „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბორდო“ 24 აპრილს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

მეცი. „სენ -სიმფორიენი“
მეცი - ბორდო 3:0
გოლები: 1:0 ჯელოუ (49), 2:0 მიქაუტაძე (52), 3:0 მიქაუტაძე (72)
გაძევება: პუსინი (40)

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს ბიჭი აღარ ხუმრობს...

თამაშიდან თამაშამდე უმატებს...
Lasha
15 აპრილი 2023 19:42
0
ყოჩაღ ჟორჟ! ამ ბიჭს აქ არავინ გააჩერებს, ახლოვდება ტოპ.ჩემპიონატში მისი გადასვლა.
წარმატებები
ქობულეთიდან
15 აპრილი 2023 19:50
1
მეამაყები გიო❤️მით უფრო,რომ ემიგრაციაში გაზრდილმა შენი ისტორიული სამშობლოს ნაკრებში აირჩიე თამაში!
ნინი
15 აპრილი 2023 19:37
1
ყოჩაღ, ჟოღჟ! წარმატებები.
რატი
15 აპრილი 2023 21:05
1
ბრავო გიო, ლიგა 2 ის კი არა ,მთელი საფრანგეტის ჩემპიონატის საუკეტესო ფეხბურტელი ხარ ამ სეზონში
dato
15 აპრილი 2023 19:12
1
მბამპემ არ გაიგოს თორე მეტი მოტივაციისთვის ჰაკიმისას ხახაში გადაიგდებს ჰა ჰა ჰა
ნიკო
15 აპრილი 2023 20:36
3
ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო. ნორვეგიასთან გოლმა თავდაჯერება შემატა.
ქართველი
15 აპრილი 2023 19:18
2
ზურიკო მოგონდი სანამ დროა, მიბაძე ამ ბიჭს რას შრომობს,ცოტა მეტი ტვინით ითამაშე და სარგებელი მიეცი გუნდს,თორე უკვე სკამის კაცი გახდი,სანიოლიც მარტო ხვიჩასთან ძმაკაცობის გამო არ გამოგიძახებს...ჟორჯ შენ კიდე უბერე და უბერე ყველაფერი კარგად მიდის და მალე დაგიფასდება...ისე რამე რო ოსიმენს კი ჩაანაცვლებდა ჟორჟი მშვენივრად
ნიკო
15 აპრილი 2023 20:30
1
თუ გადავა მეცი ბაზარი არაა ... სხვა შემთხვევაში არც უნდა განიხილოს დარჩენა
bejo
15 აპრილი 2023 19:13
3
ძალიან მაგარი თამაში გამოსვლია, ჟორჟ.
სულ ეგრე გეთამაშოს, სადაც ითამაშებ.
გამახარე მაგრად.
100%
15 აპრილი 2023 19:34
1
ჟორჟ-მიკა დღეს საჯარიმოში გ.მიულერ-რ.შენგელიას ჰიბრიდი იყო. ყოჩაღ, ასე გააგრძელე!
ვაჟა მასწავლებელი
15 აპრილი 2023 19:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული