საპნის ოპერა გრძელდება - მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

AutoSharing Option
But! Football Club-ი იტყობინება, რომ გიორგი მიქაუტაძის "ლიონში" ტრანსფერი შეიძლება მისი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაიშალოს, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურს.

გამოცემა წერს, რომ ქართველს დღეს 5 საათზე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც კონტრაქტის გაფორმება იყო დაგეგმილი და საპნის ოპერა ჰეფი-ენდით დასრულდებოდა, მაგრამ ჟურნალისტის, ანჟელო სალემის ცნობით, ეს არ მოხდა.

ჟურნალისტი მოჰმედ ტუბაშ-ტერი წერს, რომ "ლიონი" ახლავე მზადაა "მეცს" 18 მილიონი გადაუხადოს, თუმცა ტრანსფერს აგენტი აფერხებს. "მონაკო" თანახმაა თანხა ტრანშებად დაფაროს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
მთავარი ის არის რომ ყველამ დაინახა რომ მაგარი სასარგებლო ფეხბურთელია და ფეხბურთში რაც ყველაზე მთავარია გოლები გააქვს.ასე რომ უგუნდოთ არ დარჩება.ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს რომელ გუნდში ითამაშებს.
ჩემი აზრით
16:18 22-07-2024
0
დღემდე ერთი მეფე ვიცოდი.....
გელა2
23:33 21-07-2024
1

სიახლეები პოპულარული