გრაცული გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო, 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 58-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი შეცვალეს. მან ამ სეზონში ჩემპიონატის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
„შტურმი“ მეორე ადგილზეა და 23 აპრილს ლიდერ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს.
კლაგენფურტი. „ვიორტეზე“. 5391 მაყურებელი
აუსტრია (კ) - შტურმი 0:2
გოლები: 0:1 ჰორვატი (63), 0:2 გაზიბეგოვიჩი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: კიტეიშვილი (58)