როდესაც "ვალენსიას" მსაჯიც არ სწყალობს - მამარდაშვილის გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სევილიასთან“ 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მაღალი ტემპი იყო. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, შეცდომებით, თითქმის მომენტების გარეშე. ერთადერთი შანსი სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც ოკამპოსი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გოლი არ გაატანინა.

შესვენების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას არეულობაში ბადემ ანდალუსიელები დააწინაურა, თუმცა ისე მოჩანდა, მან იქამდე მუსა წააქცია. მე-60 წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოში „სევილიას“ ნახევარმცველ ფერნანდოს მოხვდა, მსაჯმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე სტუმრებმა მეორეჯერ დაარტყეს კარში და მეორე გოლი
გაიტანეს. 82-ე წუთზე საჯარიმოში ბურთზე მარკაოსთან ბრძოლაში მარკოს ანდრე წაიქცა, არბიტრი ისევ წავიდა მონიტორთან მომენტის გადასამოწმებლად და დმიტროვიჩის კარში თერთმეტმეტრიანი ისევ არ დანიშნა. ამჯერად ობიექტურად. ცოტა ხანში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ღამურების“ ნახევარმცველმა მორიბამ და ყველაფერი დასრულდა.

„ვალენსია“ 27 ქულით მე-18 ადგილზეა და 23 აპრილს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 39 654 მაყურებელი
ვალენსია - სევილია 0:2
გოლები: 0:1 ბადე (55), 0:2 სუსო (75)
გაძევება: მორიბა (84)

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ თამაშის ყურებისას,ორი ანდაზასავით გამოთქმა მახსენდებოდა.1)ქალებს რას გაუგებ და 2)ამისთანა უვარგისს,წიხლი უნდა დააზილო და გასრისო!პირველის პერიფრაზი, ესპანელი მსაჯების დასახასიათებელია და მეორე;-მსაჯის მოქმედება,ვალენსიას მიმართ.თითქოს თავისი უბედურება არ ჰკმარათო და მართლაც წიხლი დააზილა,გუნდს.ისე ჩანს,მსაჯებს ყველაფერი გასდით და არც არაფრის ეშინიათ.ვალენსია კი მართლაც სანაგვედ გადაიქცა და ძალიან მეშინია,მამარდამ ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღოს,მაგ დაცვის გადამკიდემ.იმდენი გაუმართლებელი ტრანსფერი გააკეთეს და იმდენი მწვრთნელი გამოცვალეს რომ,ცხადია,ფწხბურთელების და მწვრთნელების კი არა,ხელმძღვანელობის შეცვლაა საჭირო.
სოსო
17 აპრილი 2023 21:24
0
სულ ვამბობდი და ვიტყვი რომ ესპანელი მსაჯები არიან ბანძები, მორჩა და გათავდა.
გეგი
17 აპრილი 2023 15:18
1
ბედი არ გინდა ძლივს 2 წარმომადგენელი გყავს ტოპ ლიგაში და ორივეს კლუბი ბოლო ადგილზეა
ნოდო
17 აპრილი 2023 12:25
9
ჰა ეს? სერია ა-ს ლიდერი ვინაა ნეტა.. ტოპ ლიგა)))
ჯორჯო ბიძია
17 აპრილი 2023 13:31
0
ეს თუ ხელით თამაში არაა აბა რაღა უნდა ექნა, ხელში ხომ არ აიღებდა..... სასაცილოა ვარის გამოყენება
ბექა
17 აპრილი 2023 11:07
0
Neta mamardas ra unda eqna pirvel golze rom abralebt?!
Givi
17 აპრილი 2023 08:59
0
ასეტი მსაჯრბი უნდა დასაჯონ.მეგონა რო ვირაც მაგარს ტკეცავდა მარა არაა გაუტარეს
არა რუსეთს
17 აპრილი 2023 06:36
0
საერთოდ რა საჭიროა ვარ-ი თუ ასეთ შემთხვევებში ისევ მსაჯი წყვეტს, აშკარად ხელზე მოხვდა თან ისე რომ მომენტზე იმოქმედა აშკარად და პენალტი მაინც არ დადო მსაჯმა
მამუკა
17 აპრილი 2023 04:21
0
რა იყო მამარდას ბრალი? აბა რა უნდა ექნა, სხვა მხარეს გადამხტარიყო? იმოდენა შტანგა რომ დგას ვერ ხედავ? რო გადამხტარიყო და თავი მიერტყა, მერე შენ შეცვლიდი თუ?
ბიჯოს! ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი რკინის შტანგები კაუჩუკით უნდა შეცვალონო, მარა არ დაადგა საშველი, არადა ამხელა კაცი რო შეასკდეს შტანგისგან აღარაფერი დარჩება, ეს კიდევ ამბობს უნდა გადამხტარიყოო? ჰმ, კაცი რადგან 50 მილიონი ღირს. რუსულ ტანკსაც უნდა დაუწვეს. ააა?
კ ო მ ბ ლ ე
17 აპრილი 2023 02:23
5
პირველი გოლი მსაჯის ბრალიც იყო, მცველის ბრალიც იყო და მამარდაშვილის ბრალიც იყო. მამარდამ შეცდომებს მოუხშირა და ასე თუ გააგრძელა ისევ თბილისის ლოკომოტივში ამოყობს თავს
დააT
17 აპრილი 2023 01:15
31

სიახლეები პოპულარული