პირველ ტაიმში მაღალი ტემპი იყო. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, შეცდომებით, თითქმის მომენტების გარეშე. ერთადერთი შანსი სტუმრებს ჰქონდათ, როდესაც ოკამპოსი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გოლი არ გაატანინა.
შესვენების შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას არეულობაში ბადემ ანდალუსიელები დააწინაურა, თუმცა ისე მოჩანდა, მან იქამდე მუსა წააქცია. მე-60 წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოში „სევილიას“ ნახევარმცველ ფერნანდოს მოხვდა, მსაჯმა კი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე სტუმრებმა მეორეჯერ დაარტყეს კარში და მეორე გოლი გაიტანეს. 82-ე წუთზე საჯარიმოში ბურთზე მარკაოსთან ბრძოლაში მარკოს ანდრე წაიქცა, არბიტრი ისევ წავიდა მონიტორთან მომენტის გადასამოწმებლად და დმიტროვიჩის კარში თერთმეტმეტრიანი ისევ არ დანიშნა. ამჯერად ობიექტურად. ცოტა ხანში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო „ღამურების“ ნახევარმცველმა მორიბამ და ყველაფერი დასრულდა.
„ვალენსია“ 27 ქულით მე-18 ადგილზეა და 23 აპრილს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 39 654 მაყურებელი
ვალენსია - სევილია 0:2
გოლები: 0:1 ბადე (55), 0:2 სუსო (75)
გაძევება: მორიბა (84)