Ilmattino იტყობინება, რომ UFC-ის ცნობილი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნეაპოლში ჩავიდა, რათა „ნაპოლის“ თანამემამულე ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მხარი დაუჭიროს.
დვალიშვილმა ნეაპოლში გადაღებული ვიდეო და სურათი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა და ტექსტიც დაურთო: „2 დღე დარჩა კვარაცხელიას თამაშამდე. ჩვენ მზად ვართ საქომაგოდ“.
ვიდეო: Palitravideo
მერაბ, შემოგევლე, არაა ეგეთები საჭირო. ხვიჩას ვერ დაეხმარები, ვერც სხვას და შენც არაფერ კარგს არ შეგძენს. ჩვენც ნუ გვანერვიულებ თუ ძმა ხარ.