Ballon d'Or 2023 Power Rankings. ხვიჩა ერთი პოზიციით დაქვეითდა - ხვალინდელ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

AutoSharing Option
goal.com-მა, ბოლო თვის მონაცემების მიხედვით, "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ერთი, ხოლო მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი ორი პოზიციით დაქვეითდა.

ცხადია, საბოლოო რეიტინგში ბევრი რამ ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას გამოცემა:

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მეექვსე პოზიციაზე იყო
16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მილანის" წინააღმდეგ შესანიშნავ ფორმაში იყო, მაგრამ დიდებულად მოთამაშე მაიკ მენიუს კარში გოლის გატანა ვერ შეძლო.

თუ
"ნაპოლის" ისტორიაში პირველად უნდა ტურნირის ოთხ ფინალისტს შორის მოხვდეს, ფეხბურთელს, რომელსაც "კვარადონას" უწოდებენ, წინ ნაბიჯის გადადგმა სჭირდება".

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ვინისიუსი (რეალი)
5 ქარიმ ბენზემა (რეალი)
6. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
9. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნიტედი)
10. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა).

მკითხველის კომენტარები / 17 /
მილანთან უნდა მოვიგოთ აუცილებლად, მეოთხედფინალი უნდა გავიაროთ, პრინციპის ამბავია, წაგებული 4-0 გამო და ბევრი სხვა მიზეზის. ნახევარფინალში გამოვარდნა არ იქნება ასე მტკივნეული, თუმცა ვნახოთ, ჯერ ეს გავიაროთ. ზოგადად ვფიქრობ ნაპოლის უფრო გაუჭირდება ინტერთან (თუ გავიდა ინტერი), ვიდრე მილანს.
უვიცი
20:02 17-04-2023
2
სამყაროს მადლობას ვუხდი რომ ესეთ ქართველ ფეხბურთელს მოვესწარი და დიდ იმედებს ვამყარებ მასზე! ფეხბურთისთვის დიდი ხანია ესეთი ინტერესით არ მიყურებია, ამისთვის მადლობა კვარას! თუმცა ბოლო მატჩებმა დაგვანახა, რომ კვარას კიდევ ბევრი აქვს დასახვეწი. თუ უნდა, რომ ოდესღაც მანაც ოქროს ბურთი დაიმსახუროს და მაგალითად შევჩენკოს გაუსწორდეს ან გადაასწროს.
სტაბილურობა, სიზუსტე, სწრაფი აქზროვნება (რაც მილანის კარებთან დააკლდა) უკეთესი ფინტები, 2-3 მცველთან პაექრობა და მეტი გარჯა სჭირდება აუცილებლად.

წარმატებები ხვიჩას, ვუსურვებ რომ ბოლომდე გამოიყენოს და განავითაროს ნიჭი!
ბესო
22:35 17-04-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული