ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

რომანომ დაადასტურა - მამარდაშვილი "ვალენსიადან" ყველა ვარიანტში წავა, ქართველს ბევრი ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ სეზონის შემდეგ კლუბს ყველა ვარიანტში შეიცვლის.

მისივე თქმით, ჩვენებურს "ტოტენჰემი" და "ჩელსი" აკვირდებიან, ასევე გაიმართა მოლაპარაკებები "ლესტერთან".

სხვადასხვა წყაროს ცნობით კი 22 წლის კიპერის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "ატლეტიკო", "მონაკო" და "მილანიც" ინტერესდებიან.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილის "ვალენსია" მძიმე დღეშია და ლა ლიგაში გასავარდნ ზონაშია.
ასევე დაგაინტერესებთ