ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" "მილანს" მასპინძლობს. "როსონერის" ყოფილმა მცველმა ფილიპო გალიმ Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მილანელთა თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ხვიჩა კვარაცხელია რადე კრუნიჩის პერსონალური მეურვეობით უნდა შეაჩეროს.
"ოსიმენის წინააღმდეგ თამაში რთულია, "ნაპოლის" შეტევებს სწორედ ნიგერიელი აგვირგვინებს. "კვარა"? რადე კრუნიჩმა და დავიდე კალაბრიამ მის წინააღმდეგ ორმაგი მეურვეობა უნდა დააწესონ. "როსონერის" რიგებიდან ყველაზე საშიში ბრაჰიმ დიასი იქნება. ესპანელი ხაზებს შორის ჭკვიანურად მოქმედებს, ამიტომ ლუჩანო სპალეტის ამ საკითხზე მუშაობა მოუწევს" - განაცხადა გალიმ.
23:19 18-04-2023
"პიოლი კვარაცხელიას სწორედ ასე შეაჩერებს" - "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩაზე ისაუბრა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
Xvicha orive gundshi sauketeso iyo. Faqtia am etapze mxolod mbape da halandi jobia. Yochag kvara. Penaltic unda gamazo rom meti gamocdileba miigho. Gveamayebiiiiiiii
არაუშავს კვარას პირველი სეზონია და მეოთხედფინალში გავიდა გუნდი მისი ძალისხმევით და სერია ა ში პირველ ადგილზეა. ყველაფერი წინ აქვს კვარას და მეოთხედფინალიდან გამოვარდნა არაა ტრაგედია მისთვის და არც მისი ფანებისთვის.
8 საუკეთესო გუნდში მოხვდა ნაპოლი, ამაზე ვერც იოცნებებდნენ