ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები დასრულდა. გაირკვა ოთხივე ნახევარფინალისტი - მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "მილანი" და "ინტერი".

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში "როსონერისთან" 1:2 დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

მიუხედავად "მარადონაზე" 1:1-ისა, ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს 10 წარმატებული დრიბლინგი და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი აჩუქა, რის შემდეგაც, სავსებით დამსახურებულად, განმეორებითი შეხვედრების საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

Sportall.Ge

ხვიჩასთან ერთად არიან:

მეკარე - ტიბო კურტუა ("რეალი")

მცველები - ფედერიკო დიმარკო ("ინტერი"), რუბენ დიასი ("მანჩესტერ სიტი"), ედერ მილიტაო ("რეალი"), დანი კარვახალი ("რეალი")

ნახევარდაცვა
- იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი"), ფედერიკო ვალვერდე ("რეალი"), როდრიგო ("რეალი")

თავდასხმა - ლაუტარო მარტინესი ("ინტერი")
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს არ არის ოფიციალური სიმბოლური… ჩემპიონთა ლიგის ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა თერთმეტეული სადაც ლეაო არის კვარას ადგილზე. ობიექტურობისთვის ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ამ სიმბოლურს ეს ერთ-ერთი სტატისტიკური საიტის სიმბოლურია, რაც ცალსახად კარგია, რომ კვარას არაერთი მცდელობა დააფასეს.
ზურა
11:13 21-04-2023
0
5ფეხბურთელი მადრიდის რეალიდან და არცერთი მილანიდან...? ცოტა არ იყოს და ლს გავს ეს შერჩევა.
გელა
08:36 21-04-2023
2

სიახლეები პოპულარული