სასურველი პოზიცია, ქართველებთან ერთ ჩემპიონატში და პირველი კვირის შეფასება - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში თავისი დებიუტის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ-ის რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. მისმა ახალმა გუნდმა "რეიმსს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზულ გრანდში დებიუტითა და პირველი ასისტით მოხარულია და უფრო მეტს ივარჯიშებს, რომ თავის კლუბს გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმაროს.

"წარმოუდგენელი გრძნობა და ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ამ ბრწყინვალე ფანებისთვის და არაჩვეულებრივ თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობ.

რთული მატჩი გამოვიდა, კარგს გუნდს ვეთამაშეთ და მოგება გვეკუთვნოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან ბედნიერი
ვარ, რომ პირველსავე შეხვედრაში საგოლე გადაცემა გავაკეთე, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებულიც, რადგან გამარჯვება ძალიან მინდოდა.

ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარ. უბრალოდ, ერთი თვე არ მითამაშია. ვფიქრობ, ამიტომაც ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელი და შტაბის წევრები ყველაფერს აკეთებენ, რომ მეტი ვიმუშაო ტოპ ფორმაში დასაბრუნებლად. ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა იმისთვის, რომ ტოპ ფორმაში ვიყო.

რომელია ჩემთვის სასურველი პოზიცია? - ვფიქრობ, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. ძალიან სასიამოვნოა, როცა თავს თავისუფლად გრძნობ, როცა მიზანთან ახლოს ხარ. გუნდს აქვს სტრატეგია და შენ ეს უნდა განახორციელო. 

პსჟ-ში პირველი კვირა ძალიან კარგი გამოვიდა. კლუბი ჩემზე ძალიან ზრუნავდა და აქ ყველა პირობას გიქმნიან. შენ მარტო ვარჯიშზე უნდა იფიქრო, დანარჩენს ისინი აკეთებენ.

ჩემპიონთა ლიგა? - ვფიქრობ, ამ ტურნირზე იოლი მეტოქე არ არსებობს და "შტუტგარტთან" ადვილი გასეირნება არ იქნება. გავყვები თუ არა გუნდს გერმანიაში? - სურვილი მაქვს და თუ წამიყვანენ, სიამოვნებით წავალ.

როგორია იმავე ჩემპიონატში თამაში, რომელშიც ჟორჟ მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ?

ბედნიერი ვარ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ახლა მეტოქეები ვართ. ნაკრებში რომ შევხვდეთ, შეიძლება ცოტა ვიჩხუბოთ (იღიმის)".

ხვიჩამ დებიუტის შესახებ პოსტი Instagram-ზეც გამოაქვეყნა და დაწერა:

"პარიზო, მოგესალმები. პირველი დღე ჩემს ახალ სახლში. მადლობა არაჩვეულებრივი მხარდაჭერისთვის. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა", - წერს კვარაცხელია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კვარამ ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს
ასეა
18:37 26-01-2025
1
გუნდში თავდამსხმელი მეტოქის კარზე უნდა იყოს დაგეშილი და არა საკუთარზე. რა თქმა უნდა, თავდამსხმელი დაცვას უნდა დაეხმაროს, მაგრამ მისი მოვალეობა არ უნდა იყოს საკუთარ საჯარიმოში დაცვის ფუნქცია შეასრულოს, რადგან ამ დროს ყველა მოგერიებული ბურთი მოწინააღმდეგესია. საჯარიმოში დაცვა და ნახევარდაცვა უნდა იცავდეს თავს, თავდამსხმელი კი თავის საჯარიმოს სიახლოვეს უნდა ტრიალებდეს და მოგერიებულ ბურთზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა სწრაფი კონტრშეტევით მოწინააღმდეგე მშრალზე დატოვოს.
ჟორა გაბრიჭიძე
18:23 26-01-2025
2

სიახლეები პოპულარული