მატჩის დღე! "ნაპოლი" ჩემპიონობის გაფორმებას მიუახლოვდება თუ "იუვენტუსი" მთავარი კონკურენტი გახდება?

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლიდერ "ნაპოლის" მთავარი კონკურენტი "ლაციო" დამარცხდა. დღეს, 23 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე კარგი აფიშა გვაქვს - "იუვენტუსი" ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უმასპინძლებს. მატჩს სატურნირო ამბები, გარკვეულწილად, ჩრდილავდა, მოულოდნელად კი დიდი ინტრიგა დაბრუნდა. ტურინინელებს ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს და ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად სერიოზულ განაცხადს აკეთებს. ეს მილანურ კლუბებს, რომლებიც აქ ახლა ნახევარფინალში არიან, მომავალ წელს ამ ტურნირზე მოხვედრას ურთულებს, თუკი, რასაკვირველია, რომელიმემ უეფას მთავარ საკლუბო შეჯიბრებაზე წელს არ გაიმარჯვა. გუნდებს შორის სხვაობა 16 ქულაა. თუკი
ნეპაოლელებმა ის გაზარდეს, ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებას ძალიან მიუახლოვდებიან, მარცხის შემთხვევაში კი გარკვეული ინტრიგა შენარჩუნდება და "იუვე" პირველობისთვის იბრძოლებს, ალეგრის გუნდი მთავარი კონკურენტი გახდება!..

Sportall.Ge

ბოლო დროის ამბების გამო "ნაპოლი" კარგ ხასიათზე ვერაფრით იქნება, თუმცა აქ ჩემპიონობასთან ისე ახლოს არიან, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ლუჩანო სპალეტის გუნდს ტრავმის გამო მარიო რუი, მატეო პოლიტანო და ჯოვანი სიმეონე დააკლდებიან, სხვა ცვლილებები კი მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე უნდა იყოს. ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს განსაკუთრებული დაძაბვა არ სჭირდებათ, თავადაც მშვენივრად იციან, რომ გატანა ძალიან სჭირდებათ და ეს კარგ ხასიათზე მოიყვანთ. ნიგერიელმა "მილანის" კარი გვიან, მაგრამ მაინც აიღო, ჩვენებურს კი 19 მარტის შემდეგ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. "კვარა" ყველაფერს დაძლევს, ამის გვჯერა. "იუვენტუსთან" პირველი წრის დაპირისპირების წინაც საუბარი კრიზისზე იყო, ქართველმა გარემარბმა კი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ხუთივე გატანილ გოლში მიიღო და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჰქონდა.

Sportall.Ge

"იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია. აბა, გასვლაზე მოპოვებული ქულებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ძალიან დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველით.

"ნაპოლიმ" ამ სტადიონზე ბოლოს 2018 წელს მოიგო. იმ მატჩში მათგან ვინც მონაწილეობდა, ახლა ვერავინ ითამაშებს, მარიო რუი ტრავმირებულია, დანარჩენები კი ნეაპოლელთა რიგებში აღარ გამოდიან. დაუვიწყარი იყო 2019 წლის შეხვედრა (4:3), კრიშტიანო რონალდოს გოლი და კულიბალის ავტოგოლით გაფორმებული გამარჯვება 92-ე წუთზე. მატჩს ფაბრი განსჯის.

alt "ნაპოლისთან" შეხვედრამდე "იუვენტუსს" ჩამოკლებული 15 ქულა დაუბრუნეს

altუმადურობა, სპალეტის პიოლისთან წაგებული დუელი და შემოქმედი კვარაცხელია

altროგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა ინტრიგა უნდა დაბრუნდეს იუვეს ქულების დამატებით? ..ნაპოლიმ რომ კოლექტიური ჰარაკირი გაიკეთოს..ამის იმედი აქვს ვინც ასე ფიქრობს?..იტალიის ჩემპიონატი დიდი ხანია დამთვარდა..ერთი გუნდის ჩემპიონატად იქცა...ჩემი აზრია სუბიექტური...ასეთი ჩემპიონატს არა მგონია ძლიერი ,,ტოპ ტურნირი ეწოდოს..რუსეთის ჩემპიონატი გამახსენდა.90 წ.წ..სპარტაკი რომ პირველ წრეში ჩემპიონი ხდებოდა..არ ვიცი რა იქნება მომავალში...ასე თუ ყველამ შეისწავლა ნაპოლის თამაში...გამოდის რომ დიდი მომავალი არ ჰქონია გუნდს..და რომ იტყვიან მოულოდნლად გაუვარდაო. .რაც შეეხება ჩვენს ბიჭს..ყბრალო გულშემატკივარმა იცის და ხვდება უკვე კვარას მნიშვენლობას გუნდისთის...ის არა მარტო უბრალო მოთამაშედ არამედ დიდ პოზიტივის და ოპტოიმიზმის დამბრუნებელი და ახალი საფეხბურთო აზორვნების..სულის ჩამდგემელი გახდა ამ ძველი დიდების ჩრდილში მყოფი გუნდისთის..ბოლო თამაშების შედეგები მთლიანად სპალეტის სინდისზეა..სულ არ გამოვრიცხავ გარიგებებსაც..რომლითაც სერია ა ისტროია ძაან მდიადარია ათწლეულების განმავლობაში..ასე რომ ჩვენ ბიჭს ვინმე ვითომ ექსპერტმა აბრალოს რომ ხვიჩას ეს უქნეს ..დაკეტეს..ფეხი არ გაანძღევინეს...ეგ გაშავების გადაბრალების ნარატივის ნაწილია...თუ ვინმე შეცდა შეცდა სპალეტი ან კიდევ მოშურნე ფეხბურთელები...რომლებამც დიდად ტავი არ შეიწუხეს...გამოდმინარე იქედან ჩვენ ტუ არ ვიტამაშეთ იქ ხვიჩაც არავინააო...ეს თუ ასეა...მაშინ მტლიანდ მოშლილა გუნდი ..რომელ დისციპლინაზე და გუნდურობაზეა საუაბრი...სულ სხვა ტიპის რღვევა ჰქონია ამ წარმოსახვიტ მწვერვალზე ასული გუნდისთის...თუ ფეხბურთელებს ასეთი გაუტანელი ურტრტობა ჩამოუყალიბდათ ერთმანეთსი...წელს თუ არა მომავალ სეზონში აუცლებლად დაეტყობა უარყოფით შედეგებზე....მოკლედ ბევრი აზრი წარმოიშვა...არც თუ საფუძველ მოკლებული..პირველ რიგშ ჩემპიონატის მოგების ბოლომდე მიყვანა ვუსრვოთ გინდს..და ხვიჩას...რომელსაც აუცილებლად ჭირდება ტიტულები..გამარჯვებები რათა განიმტკიცოს ლიდერული ტვისებბეი და უნარები...ამ ბოლოს ხშირად ნათლავენ გუნდური მოთამაშე...ეს კარგია მაგრამ..მას ჭირდება რომ ლიდერის როლი და პასუსხმგებლობა მოირგოს უკვე თავზე..რაც უფრო ადრეულია საკიდან მით უკეტესი...რომ მერე ნებისმეირ ჩემპიონატში საფეხბურთო სისტემაში..ადაპტაცია არასდროს გაუჭრიდეს...წარმატებები მას და..ყველას ჩვენ..გულშემატკივრებს...ვისაც ნამდვულად გვჯერავს რომ უახლოს მომავალში ქარტული ფეხბურტი და სათამაშო აზროვნება მიაღწეს მსოფლიო დონეს..და ყველასთის ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით
bujanga
18:25 23-04-2023
1
სავარაუდოდ დრეს წააგებს ნაპოლი. ურთულესი თამაში იქნება. გუნდი გადაღლილია ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. ნეტა ვცდებოდე :(
არმინდა გაიწელოს ეს ჩემპიონობა ივნისამდე და ყოველ თამაშს შიშით ვუყურო ქულები არ დაკარგონთქო.
ლაციო აღარაა ისე საშიში ახლა როგორც იუვე. ყველამ იცოდა ისედაც, რომ ქულებს დაუბრუნებდნენ.
უპირველესად ნაპოლის ფანებმა იცოდნენ.
უცნაურია, რომ ამდენი შრომის და ამდენი მოგებული თამაშის მერე, კიდე არის საფრთხე ჩემპიონობის დაკარგვის.
ეგერ არსენალმა ფაქტობრივად დაკარგა.
არ მგონია სიტის მოუგოს, სიტი ფორმის პიკში შევიდა.
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული