ერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ჯარიმიდან გატანილმა გოლმა ძალიან გაგვახარა. "ნაპოლის" კარგი სეზონი არ აქვს, ეს გავლენას ჩვენებურის თამაშზეც ახდენს, მაგრამ "კვარა" კვლავ გამორჩეულია და მის წინააღმდეგ დიდი "მობილიზებაა". გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და შეგვიძლია, ის მოვლენა, რაც შარშან მოხდა, ახლებურად გავიაზროთ, ამავდროულად კი დღევანდელობასთან პარალელელბი გავავლოთ...

"ნაპოლის" ჩემპიონობის ამბავი საკმაოდ დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილი იყო, "იუვენტუსთან" (1:0) გამარჯვებამ კი ყველაფერ ამას საბოლოო და უფრო სოლიდური სახე მისცა.

ნეაპოლური კლუბი ბოლო დროს საკუთარ თავს არ ჰგავდა, "მილანთან" მარცხისა და
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო, გუნდის რეაქცია რა იქნებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ერთიანად მოგვარდა, მაგრამ მთავარია, რომ ჟინი ჩანდა. ვნახეთ იმავე შინაარსის შეცდომებიც, ცოტა გამართლება, მსაჯის მიერ კეთილი თვალით შემოხედვაც, რაც უკანასკნელ ხანს პირიქით იყო და გამარჯვებაც, რის შემდეგაც ზეიმი დაიწყო...

სპალეტის სირთულე

დარჩენილი 7 ტური განსხვავებული იქნება. სპალეტის უკვე ძალიან გაუჭირდება, საკუთარი შეგირდების გამარჯვებულის ემოციები მართოს. დიდი რბოლის შემდეგ, ახლა შედეგებით ტკბობის დროა. ეგოისტურ ქმედებებს რომ აღვნიშნავთ ხოლმე, ახლა ის მოიმატებს. მთავარი მწვრთნელი შანსს სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცემს.

"იუვენტუსის" არჩათვლილი გოლისას ნეაპოლელთა კართან ისეთი რამ მოხდა, რაც "მილანთან" არაერთხელ ვნახეთ - მასიური იერიშების შემდეგ მოწინააღმდეგის სახიფათო კონტრშეტევა. რა კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, ლუჩანომ საჩემპიონო გუნდი მაშინ შექმნა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. გამოცდილმა სპეციალისტმა საკუთარ შეცდომებზე იმით ისწავლა, კონკურენტებთან მაქსიმალურად დიდი დისტანცია ჰქონდა და ამან ტრადიციული სენის, მეორე ნაწილის სუსტად ჩატარების დაბალანსება მოახერხა. ამის გამო დასკვნით ფაზაში გუნდი ცოტათი გადაღლილი ჩანს, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია.

Sportall.Ge

ხვიჩა თუ ვიქტორი?

ამასობაში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავია გასარკვევი. თვეების წინ, როცა "ნაპოლი" სერია "ა"-ს შთამბეჭდავი ლიდერი იყო, დავწერეთ, რომ კიმ მინ ჯეს თუ სტანისლავ ლობოტკას დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემპიონატის საუკეთესოს ბედი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის უნდა გადაწყვეტილიყო. ამ თემაზე მსჯელობა მოგვიანებითაც  შეიძლება, მაშინ კი უპირატესობა ქართველის მხარეს გადავხარეთ. "კვარა" იტალიაში პირველ სეზონს ატარებს, ამის მიუხედავად კი, როგორც შედეგებით (12 გოლი, 10 შედეგიანი პასი) გამოირჩევა, ასევე მისი ფაქტორი გუნდის წარმატებაში დიდია - იერიშებში მონაწილეობა, მასზე გაზრდილი ყურადღება, დაცვით ფუნქციებში აქტიური თამაში... ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე 21 გოლია. ასეთ დროს მარაგის გაზრდას პენალტის ნიშნულიდან ცდილობენ, რაც ნიგერიელის შემთხვევაში არ ყოფილა. დასაფასებელია ის, რომ "ცხრიანის" მიერ მოპოვებული, დამუშავებული და გატანილი ბურთების დიდი ნაწილი მისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის და საოცარი ბრძოლინარიანობის შედეგი იყო. ყველაზე დახვეწილი და დამუშავებული პასები ვიქტორმა ხვიჩასგან მიიღო. თუკი სეზონის წინ წერდნენ, რომ ოსიმენის პრობლემა სტაბილური "ასისტები" იყო, რითაც ის შედეგიანობას გაზრდიდა, ყველაფერი ასეც მოხდა. გარდა ამისა, ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელები ერთმანეთს ზონებს კარგად უთავისუფლებენ და ამით სარგებლობენ. კარგია, რომ ისინი მეგობრობენ და ეგოისტური გამოვლინებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

ყველაფერი, რაც ზემოთ ვახსენეთ, ბოლო დროს არ გვხვდება. "ნაპოლის" ლიდერებიც ცოტათი ფორმიდან ამოვარდნილი და გადაღლილები ჩანან. მათ დიდი უპირატესობა შექმნეს და ყველაფერი ადრევე გადაწყვიტეს. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო დიდი ბედნიერებაა, თუმცა ჩემპიონების შედარება ხდება და ნეაპოლელები უნდა ეცადონ, დარჩენილი დრო აღმაფრენით ჩაატარონ. "იუვენტუსის" ორივე შეხვედრაში (საერთო ანგარიშით 6:1) დამარცხება, მათი ახლა 19 ქულით ჩამოტოვება ამისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია, ტურინული კლუბი ხომ განსაკუთრებული მეტოქეა, რომელმაც სკუდეტოსკენ გზა მათ ბევრჯერ გადაუკეტა. "მილანთან" უშუალო დაპირისპირებები ჩავარდა, მაგრამ პირველ წრეში მათ "სან სიროზე" (2:1) გაიმარჯვეს. სხვა კი "ინტერის" მასპინძლობა რჩება, რომელთანაც თითქოს უშანსოდ წააგეს.

Sportall.Ge

კვარაცხელიას თამაში

ხვიჩა კვარაცხელიამ ფართო გულშემატკივრების ყურადღება, პირველ რიგში, დრიბლინგების საოცარი უნარითა და მუდმივად თამაშის გამწვავების ფიქრით მიიქცია. დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართველი გარემარბის მიმართ ყოველდღიურად დაცვის ახალ ზღუდეებს იფიქრებენ, მასზე გაათმაგებული ყურადღებაა. ამის მიუხედავად, ხვიჩა ხიფათის შექმნას მუდმივად ახერხებს, ძველებურად სწრაფია და ნებისმიერ წამს აფეთქება შეუძლია; ამავდროულად, ფიზიკურად უფრო გაძლიერდა და "იუვენტუსთან" კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაც მეორე წრეში უფრო ნაკლებად გვინახავს - "კვარას" შესანიშნავი ართმევები აქვს. მართალია, ტურინელები ჯარიმას ითხოვდნენ, თუმცა ქართველი დამაჯერებელი იყო. თავისი თამაშით, რომლის გამოც მას "კვარადონა" უწოდეს, ხვიჩამ თავად განსაზღვრა, მისი შეფასება მაღალი კატეგორიებიდან მოხდეს. შესაბამისად, ბოლო დროის მშრალი სერიის შემდეგ იტალიურ მედიაში კრიტიკის ზრდაც ბუნებრივია.

"ლეაო" - ასე ყვიროდნენ "იუვენტუსის" საშინაო არენაზე, როცა კვარაცხელია მათ ტრიბუნასთან ახლოს იყო. ეს შედარებაა იმასთან, ვინც ამ ტურნირზე გასულ წელს საუკეთესო იყო; იმასთან, ვისთანაც ცოტა ხნის წინ დამარცხდი და გულშემატკივრების მხრიდან ეს ჯანსაღად უნდა აღვიქვათ. ჩვენებურის თამაშმა თავად უზრუნველყო, რომ მის მიმართ ასეთი შედარებები არსებობდეს. ეს ხვიჩას არჩევანია. გვინახავს, როცა მესის სათანადო შეხვედრა არ გამოუვიდა, მის გასაღიზიანებლად მოწინააღმდგე გულშემატკივრები რონალდოს გვარს სკანდირებდნენ.

კვარაცხელიამ პირველივე სეზონში საოცრება შეძლო, თუმცა მისი მილიონობით გულშემატკივარი ელის, მისგან კიდევ უფრო მეტი ნახონ; ამდენი ფეხბურთელის მეურვეობის მიუხედავად, შთამბეჭდავი დრიბლინგები გოლით დაასრულოს. ეს ტექნიკური მაჩვენებლები იშვიათია. ხვიჩას უკვე ამ კატეგორიით აფასებენ და განიხილავენ. რთულია, "კვარადონობა", ძალიან რთული!..

აგვისტოდან მოყოლებული, ბევრ ასპექტში უკეთეს 77-ე ნომერს ვნახულობთ, თუმცა მან ეს პროგრესი არ უნდა შეწყვიტოს. კვარაცხელია ლიდერის თვისებებითაცაა დაჯილდოებული. დავუშვათ მოცემულობა, რომ ის მომავალ წელსაც ნეაპოლში ითამაშებს, ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე კი ძალიან ბევრს წერენ. ამ რეალობაში მას კიდევ უფრო მეტი დასჭირდება და მომავალში მასზე კიდევ უფრო მეტი იქნება დამოკიდებული!..

alt"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

altსრული სიგიჟე ნეაპოლში - რა ვიდეოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
მგონია რო ხვიჩა სპალეტის ხელში მეტად ვერ განვითარდება, ნუ იმ დონეზე მაინც რო რომელიმე გრანდში პირდაპირ ძირითადის მოთამაშედ წაიყვანონ. მგონია რო მწვრთნელიც და გარემოცვაც უნდა შეიცვალოს, ან სპალეტიმ ტაქტიკურად უნდა გამოიყენოს მისი სქილები, მარტო მარცხენა ფლანგზე უბრალოდ დალოდება და მერე დაცვაში ჩამორბენა ეს უკვე ყველამ გაიგო და ადვილად კეტავენ, აღარ აძლევენ საშუალებას რო ითამაშოს თავისუფალ სივცეში, დროა როხვიჩა დარჩეს ოსიმენთან ახლოს აწეული და დაცვაში არ ირბინოს.ლეაოს რო ადარებენ სად უნდახავთ ასე აქტიურად მორბენალი დაცვაში.
გიორგი
25 აპრილი 2023 15:22
6
ყველაფერში გეთანხმებით, უბრალოდ ჩასაფრებული არბიტრები, როგორებიც თუნდაც "მილანთან" იყვნენ, პირველ გოლს არ გააუქმებდნენ, 50/50-ზე იყო მაინც. რომ ჩათვლილიყო ლეაომ რომ ლოსანო წააქცია, იმაზე დიდი უსამართლობა არ იქნებოდა
სოსოს
25 აპრილი 2023 15:01
3
მილანთან,უბრალოდ არაობიექტური მსაჯობა იყო.აქ კი,სწორედაც იუვესადმი კეთილგანწყობა გამოჩნდა და არა ჩასაფრება.ალბათ მაინც მასპინძლის მიმართ ტრადიციული კეთილგანწყობის ფარგლებში ჩაითვლება,თუმცა არავითარ შემთხვევაში,ნაპოლისა მიმართ კეთილგანწყობა არ ყოფილა.შეიძლება ითქვას,რომ ნაპოლის მხარეს ვარმა ობიექტურად განსაჯა,იუვენტუსი კი,კრიტიკულ მომენტში,დაინდო.
სოსო
25 აპრილი 2023 18:31
1
კარგი ანალიზია, სათადარიგო სკამი უნდა გაზარდოს ნაპოლიმ
Suxumchanin
25 აპრილი 2023 14:44
1
კარგი სტატიაა და ღვთისავარ ანთაძის სტატიების, უცხოური მედიასაშუალებების მიერ გადაბეჭდვა,უკვე არ გამიკვირდება.ვფიქრობ,საიტის სხვა ჟურნალისტებმაც საკუთარი სტატიების წერა რომ დაიწყონ,ზოგიერთი ოდიოზური უცხოელი ჟურნალისტის გადმობეჭდვას,უკეთესი იქნება.ღვთისავარმა გაბედა და კარგად გამოუვიდა.თქვენც სცადეთ ბიჭებო!არა მგონია, ზოგიერთი უცხოელი ჟურნალისტის სულელურ სტატიებზე უარესად დაწეროთ.თუ არ გამოგივათ და ისევ იმას გააგრძელებთ,რასაც ადრე აკეთებდით.
რაც შეეხება ამ სტატიას,ავტორს მსაჯის კეთილგანწყობაში ვერ დავეთანხმები.ხვიჩას თავში რომ შემოჰკრა გატიმ,თამაშის გაჩერების შემდეგ მაინც არ უნდა შეემოწმებინათ,წითელ ბარათზე?ყვითელი მაინც ხომ ულაპარაკო იყო.არ ჩათვლილი გოლის ეპიზოდშიც,ჯერ ერთი ნეაპოლელი წააქციეს,მერე მეორე,უფრო აშკარად მოცელეს და მსაჯმა მაინც არ შეაჩერა თამაში.იქ,ერთმა ყოფილმა იუვენტუსის ფეხბურთელმა კი თქვა,უკანიდან ჯერ ფეხს რომ ეხები და მერე ბურთს,ამ დროს ჯარიმა არ ინიშნებაო,მაგრამ მანდ ხომ უბრალოდ შეხება კი არა,სწორედაც დარტყმა იყო.ბურთი,ნეაპოლელის ფეხიდან,სულ ცოტა 20 სანტიმეტრით წინ იყო და იუვეს მცველის ფეხმა,მთელი ეს მანძილი,ნეაპოლელის ფეხთან ერთად გააქნია.ჯარიმა სხვა რაღაა?მსაჯმა კი,აქაც,ისევე როგორც ხვიჩას ეპიზოდში,მომენტი გაატარა და თამაში არც კი შეაჩერა.კეთილგანწყობილი მსაჯი,არარსებულს გაძლევს,ეს მსაჯი კი,არსებულს გართმევს.
სოსო
25 აპრილი 2023 14:41
2
სწორი ანალიზია,
დავამატებ;ხვიჩა ფიზიკურად,მენტალურად კიდევ უფრო განმტკიცდება (ტექნიკური არსენალი ბუნებრივად აქვს),რასაც მაღალი დონის ჩემპიონატები განაპირობებს- იქ სტიმული-კონკურენცია,რაც აიძულებს ნებისმიერ სპორტსმენს საკუთარ თავზე მეტად და მუდმივ იმუშაოს.
ფაქტია-იტალიურმა კატენაჩომ ხვიჩას მაინც მოუძებნა მიდგომა;
1-კონკრეტული მეურვის დასწრებაზე თამაში,
მაგრამ თუ მაინც მიიღო ბურთი- მიღებისთანავე მე-2 მცველი სწრაფად უნდა გაჩნდეს და სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდონ,ამიტომ ხდება იძულებული ხშირი პასი გააკეთოს,მით ინდივიდუალურ თამაშს ვერ აჩვენებს,ე.ი.რაც შეუძლია-ვერ აჩვენებს,როგორც სეზონის დასაწყისში...

მასაც ვხედავთ, ხვიჩა მუშაობს ალბათ მწვრთნელთან ერთად, დაცვაში მისი ხშირი ჩასვლა შემთხვევითი არ არის,ბურთის ართმევა და სიღმეებიდან ცდილობს მის თამაშს-დრიბლინგებს,მაგრამ აქაც სწრადად 2-3 ფეხბურთელი (ნახევარფაცვის-1 მოთამაშეც ემატება)და ფაქტიურად,,ალყაში,, აქცევენ,მით...
ასეთ შემთხვევაში ალბათ გაცილებით მეტი მოძრაობები უნდა დაიწყოს უბურთოდ,მუდმივ გახსნისათვის ფლანგიდან -ცენტრში,მეურვის თავგზა აბნევისათვის,+ გოლის გატანაზე მეტად ორიენტირება და ნაკლებად ასისტისათვის (არც კუთხური ჩაწოდება, ჯარიმებით თავზე აღებაა საჭირო),
რონალდო-ც იგივეს აკეთებდა ანალოგიურ ვითარებაში,თამაშში ფლანგებსაც ხშირად იცვლიდა,
რაც დიდ ფიზიკურ მონაცემებ- მომზადებას მოითხოვს,და რისთვის მაგრად წაადგა ინგლისში გადასვლა,+ ჯარიმებით დარტყმაზე მუშაობდა (რაც შეეხება მესის-არავინ იცის იტალიაში- კატენაჩოს ,,გარემოში,,ან ინგლისში იგივე იქნებოდა,თუ არა,რაც ესპანეთი,საფრანგეთში)
ასევე ხვიჩას-ალბათ კედელის გათამაშების დამუშავებაც დაჭირდება-ნახევარდაცვიდან-აც,

ზოგადად,თუ ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს,კიდევ 2 შემოქმედი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს,ე.ი.ხვიჩასდაგვარი, გაუადვილდება- სივრცეები შეექმნება, თან 3-ვეს... ე.ი.მცველების ყურადღება მათზეც რომ გადავა, + ოსიმებს თუ ვერ შეინარჩუნებს, მისდაგვარი სტილის მოთამაშე გამტანი უნდა აიყვანოს, თან სასურველია 2 და..
ხვიჩა იტალიის საუკეთესო მოთამაშე წელს, თუ არა,მომავალ წელს გახდება,
ცოტა კიდევ მეტი ფიზიკა, ტაქტიკური მომზადება, ხშირად საკუთარ თავზე თამაშის აღება და მეტად გოლებზე ორიენტირება და არა ასისტზე და- ,,ოქროს ბურთიც,, იქნება!

კახაბერი
25 აპრილი 2023 13:44
2
შენ გენაცვალე, მაგარო ქართველო. მადლობა, რომ ამდენი ცრემლი მადინე, სიამაყისგან.
ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული გენი და ნიჭი, და ეს ჯერ დასაწყისია.
დიდება საქართველოს!
ლევანი
25 აპრილი 2023 12:52
2
რა თქმა უნდა სპალეტის ხელში ხვიჩა სხვაგვარად ათამაშდა და დიდ ფეხბურთელს დაცვის ფუნქციების შესრულებაც უნდა შეეძლოს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ თავის საჯარიმოში ებრძოდეს მოწინააღმდეგის თავდამსხმელებს. იყო მომენტი, ოსიმენმა ზედ შტანგასთან გააუვნებელყო საგოლე მომენტი, რაც მწვრთნელის შეცდომად მიმაჩნია, აქამდე ოსიმენი და კვარა არ უნდა ჩადიოდნონ, რადგან ამ დროს მოწინააღმდეგე 10 ფეხბურთელით გიტევს და შენგან მოგერიებული ყველა ბურთი მას უვარდება ფეხებში. წარმოიდგინეთ უტევს მოწინააღმდეგე გუნდი ნაპოლის და ამ დროს ხვიჩა და ოსიმენი მოედნის ცენტრს უკან აღარ იხევენ, იქ ტრიალებენ, რომელი გუნდი გაბედავს და მათთან 3-4 ფეხბურთელს არ დატოვებს? ამასთანავე, მათ მოგერიებული ბურთის მიღების შანსი აქვთ და ეს უკვე საგოლე მომენტია. ანუ წინა ვარიანტის დროს 10 ნეაპოლელს 10 მოწინააღმდეგე უტევს და მოგერიებული ბურთების მიღების ალბათობა ნაპოლის მხრიდან ნოლის ტოლია, თუ ხვიჩა-ოსიმენი მოედნის ცენტრში ტრიალებენ მაშინ მათ 3-4 მცველი მეურვეობა და 8 ნეაპოლელს 6-7 მოწინააღმდეგე უტევს, ამასთანავე მოგერიებული ბურთის აღების ალბათობაც ნახევარი-ნახევარზეა. სწორედ ეს თეორია მინდა მივიდეს სპალეტის ყურამდე და პრაქტიკულად განახორციელოს, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ნაპოლის კარის დაცვას და ერთი-ათად ზრდის კონტრშეტევის შანსს.
ჟორა გაბრიჭიძე
25 აპრილი 2023 12:16
3
შვილივით მიყვარს ეს ბიჭი, წრამატებები და უფლის მფარველობა!!!
გულშემატკივარი
25 აპრილი 2023 11:47
1
იუვენტუსთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნდომბელე და ლოსანო თამაშითაც და მოთამაშის მენტალიტეტით არ შეესადაგება ნაპოლის! ორთავემ ჩააგდო თამაში (ასევე როგორც მილანთან ლიგაზე) და მე მგონი სპალეტი აღარ გაიმეორებს ერთი და იგივეს! 14-ჯერ დაკარგა ბურთი ნდომბელემ იუვენტუსთან ეს როცა ნაპოლი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უტევდა და როდესაც ხვიჩა გახსნილი იყო ერთმაც და მეორემაც არ გაუკეთა საგოლე გადაცემა, თორემ ანგარიში უფრო ადრე შეიცვლებოდა! შემოვიდა ელმასი და რასპადორი თამაშიც შეიცვალა თავდასხმაში! რასპადორის კარგი ალღო აქვს მილანთანაც და იუვენტუსთან გამოჩნდა როგორ უცბად ნახულობს თავისუფალ ადგილებს და რა თქმა უნდა გოლიც გაიტანა ხვიჩას პოზიციიდან, როცა ყველამ მიატოვა მარცხენა ფლანგი ხვიჩას გასვლის შემდეგ, თორემ მანამდე მინიმუმ 2-3 კაცი მარცხნივ იყო გადართული ხვიჩას მეურვეობით! შუა ხაზიში და თავდამსხმაში ორი კვალიფიციური მოთამაშე და ისევ ის ნაპოლი დაგვიბრუნდება!
მწვრთნელი
25 აპრილი 2023 11:47
1
ნდომბელეზე უკეთესი მოთამაშეები არიან დიეგო დემმე, ჯანლუკა გაეტანო, ალესსიო ზერბინსაც არა უშავს, ელმასზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ არ ათამაშებს სპალეტი ამ ხალხს ძირითადში მეორეხარისხოვან შეხვედრაშიც კი! აგერ 7 თამაშია დარჩენილი და ვნახოთ როგორი შემადგენლობით ათამაშებს სპალეტი ნაპოლის შახრუდინ!
მწვრთნელი
25 აპრილი 2023 16:08
3
იცი გეთაბხმები მაგრამ სეზონი არის ძალიან გრძელი და დამღლელი…ნდომბელეს ქონდა მაგარი თამაშებიც და გოლებიც…ნებისნიერ შემთხვევაში საჭიროა ზამრნაზე…სალარენტინა და ეგეთ გუნდებთაბ ძირითადი ბირთვი რომ დაასვენოს…
შახრუდინი
25 აპრილი 2023 13:52
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული