"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა.

დებიუტი თანაბარი იყო. კვარაცხელიას მიერ შორიდან თავით დარტყმული ბურთი მეკარე შესნიმ მოიგერია, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, ხვიჩა დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, რამდენჯერმე მეტოქეს აართვა ბურთი. სახიფათო იყო მასპინძელთა კონტრიერიში, როდესაც რაბიოს გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. „კვარას“ ყურადღებით მეურვეობდა გატი, სახეში შეგნებულად უკნიდან ხელი ჩაარტყა, თუმცა, საბედნიეროდ, თამაშის გაგრძელება შეძლო. 39-ე წუთზე ხვიჩამ მახვილი კუთხიდან საჯარიმოდან კარში დაარტყა და ბურთი შესნიმ მოიგერია.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ
შეიცვალა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კვარაცხელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა. ნეაპოლელები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ, მაგრამ უხიფათოდ უტევდნენ და მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანოსა და ნდომბელეს ნაცვლად მოედანზე ზელინსკი და ელმასი შეუშვა, თამაში გაამწვავა. ოსიმენმა ორჯერ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. სწრაფი კონტრშეტევისას დი მარიამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ იქამდე წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. სპალეტიმ ხვიჩა 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა. ტურინელები უკვე უფრო აქტიურები იყვნენ, კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან ჩაწოდების მომენტში ბურთი პირით ხაზს იქით გავიდა, ხოლო კომპენსირებულ დროში რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ნაპოლი“ 78 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს და 29 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი 0:1
გოლი: რასპადორი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვულოცავ ნაპოლის ჩემპიონობას უკვე მომდევნო ტურშივე შეუძლიათ აღმართონ სკუდეტო, საკმარისია ლაციომ ვერ მოიგოს ინტერთან და ნაპოლიმ მოუგოს სალერნიტანას. ხვიჩამ ნორმალურად ითამაშა, იშვიათად მიდიოდა დრიბლინგზე მთელი თამაში მილანთან განსხვავებით და აშკარად ეს სპალეტის დავალება იყო.
ზოგადად მთელმა გუნდმა ნორმალურად ითამაშა ნდომბელეს გარდა და მას აუცილებლად დააბრუნებენ ტოტენჰემში. ელმასი კარგად შემოვიდა ცვლილებაზე.
ახლა გუნდი დამშვიდდება ფიზიკურადაც მეტად დაისვენებენ გუნდი უკვე მალე იღლება ამხელა მარათონის ფონზე. ხვიჩასაც უკვე ძაან ეტყობა რომ ფიზიკაში ვეღარ ძლებს 65 წუთის მერე ნელდება სერიოზულად.
ცოტა გაუგრძელდა ჩვენ ბიჭს უგოლო/უასისტო სერია მაგრამ არაუშავს წინ კიდე 7 შეხვედრაა და დიდი ალბათობით იქ ამოყრის. ისე ვინც ამბობთ რომ ინგლისში წავიდესო ხვიჩა უყურებთ ინგლისის ჩემპიონატს? ცხენივით უნდა ირბინო მთელი სეზონი. ამ ფიზიკით ხვიჩა ვერ გაუძლებს იმ დატვირთებს თან ტრამვის რისკს უფრო ზრდის ესეთი დატვირთვებიჩემპიონატი, ლიგა პლიუს 2 თუ სამი შიდა თასის მატჩები ამიტომ ესპანეთი გერმანია ან დარჩეს იტლიაში. კარგ ადგილასაა თან იმედია მწვრთნელი რაიმე "კონტრ ილეთს" მოიფიქრებს მომდევნო სეზონიდან ხვიჩას ამ 2-3 კაციანი მეურვეების გასანეიტრალებლად და მეტი თავისუფლება გამოუჩინოს გუნდმაც ტო თორე ხვიჩა ცოდვაა ამ "გალიებში". აგერ მთელი თამაში კვარაზე მიბმული კვადრადო კვარას გასვლის შემდეგ ერთხელ წავიდა წინ მთელი სისწრაფით და კონტრზე მის მოთავისუფლებულ სივრცეში ჩააჭედა გამარჯვების რასპადორიმაც. ჩათვალეთ შემდეგ თამაშებში ყველა ეცდება თავად გაიტანოს გოლი ანუ ეგოისტური მომენტები კიდევ უფრო გაიზრდება რაც დღეს ლოზანომ და ნდომბელემაც დაადასტურეს ხვიჩას სრული იგნორით.
Charley
01:43 24-04-2023
5
მსაჯს უეჭველი ნაპოლის ორიანი ქონდა
Juve
01:39 24-04-2023
28

სიახლეები პოპულარული