ლოჩოშვილმა შემტევებს გასაქანი არ მისცა - "კრემონეზე" "ფიორენტინას" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი „ფიორენტინასა“ და „კრემონეზეს“ შორის 0:0 დასრულდა და ფლორენციული გუნდი 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში.

„კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებელი იყო; პირველ ტაიმში ვარდნაში კაბრალს ნაღდი გოლი არ გაატანინა, მოწინააღმდეგის შემტევებთან ბურთზე ბრძოლაში შესანიშნავად ირჯებოდა და საერთოდაც, თავი კარგად წარმოაჩინა.

კრემონულ გუნდს პირველი მატჩი 0:2 ჰქონდა წაგებული, სტუმრად მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო, თუმცა ვერ დაამარცხა და გათამაშებას გამოეთიშა. 24 მაისს რომში, ფინალში კი, „ფიორენტინა“ „ინტერს“ შეხვდება.

შემდეგ შეხვედრას „კრემონეზე“ 30 აპრილს სერია A-ში
სახლში „ვერონასთან“ გამართავს.

ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა - კრემონეზე 0:0

მკითხველის კომენტარები / 5 /
აზაროვს და ტაბიძეს ახალი გუნდი სჭირდებათ. ამიტომაც ათამაშეს. ნაკრები ეხმარება ამაში, სამაგიეროთ ხიზანას დაუფასდებააა. ფულია მთავარი, ნაკრები არა.რაარის აქ გაურკვეველი, ან ახალი
ლევან მაღლაკელიძე
30 აპრილი 2023 08:54
0
Lukam ashkarad moumata am bolos.
Givi
28 აპრილი 2023 08:35
2
სანიოლისთვის შეიძლება მაინც არ იყოს ეს საკმარისი და ტაბიძე და დვალი ამჯობინოს ისევ.
???
28 აპრილი 2023 01:45
9
სულ მაღიზიანებდა კომენტარები, როცა წერდნენ, რომ ხიზანა და ფედერაცია ერევა შემადგენლობის შედგენაშიო, რადგან ვერ ვხედავდი ამის მიზეზს. ნორვეგიასთან თამაშის მერე დავფიქრდი, ალბათ მართლები იყვნენ ავტორები მეთქი, თორემ რითი ავხსნათ ან უთამაშებელი აზაროვის სასტარტოში დაყენება (არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო, პირიქით, ძალიან მომწონს ეს ბიჭი), ან ტაბიძის თამაში რა იყო, როცა გყავს ლოჩოშვილი და განსაკუთრებით გიორბელიძე. რა იყო ეს, დაგცინიან თუ რა ხდება. ნაკრებში უნდა თამაშობდეს ის ფეხბურთელი, რომელიც იმ მომენტში საუკეთესოა და საუკეთესო ნაღდად არ იყო არც აზაროვი და არც ტაბიძე, აშკარაა, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს სკაუტებისთვის და არა ნაკრებისთვის.
28 აპრილი 2023 15:56
2
მე ვუყურე ამ თამაშს და თამამად ვიტყვი ლუკა დღეს "კედელი" გაუვალი იყო. სამწუხაროდ კრემონეზე ფაქტიურად გავარდნილია მაგრამ იქნებ მოხერხდეს და მისმა აგენტმა მოუძებნოს გუნდი სერია აში და მომდევნო წელსაც იტალიის საფეხბურთო ელიტაში ვუცქიროთ მას. დღესაც გამოჩნდა რომ ამ ბიჭს აქ პოტენციალი ასეთი დასამახსოვრებელი მატჩებით ნაკრების ერთერთი ყველაზე პრობრემული ზონა ცენტრალური დაცვის ხაზი მისი სახით საიმედო ხელში აღმოჩნდეს.
M33
28 აპრილი 2023 01:18
1

სიახლეები პოპულარული