სლოვაკეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში „სლოვანმა“ სახლში ტრნავას „სპარტაკი“ 1:0 დაამარცხა.
„სლოვანის“ სამივე ლეგიონერი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (ის 90+2-ე წუთზე შეცვალეს) სასტარტოში იყო. მატჩი დაძაბული და ნაკლებად თვალსასეირო გამოვიდა. ერთადერთი გოლი ჩავრიჩმა მედვედევის მოპოვებული პენალტით გაიტანა.
„სლოვანმა“ დუნაისკა სტრედას დაკ-ი 2 ქულით ჩამოიტოვა და გალიდერდა. დაკ-ი 30 აპრილს გასვლაზე „პოდბრეზოვას“ შეხვდება და პირველი ადგილის დაბრუნებას შეეცდება.
ახლა ბრატისლავურ გუნდს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის: 1-ელ მაისს თასის ფინალში ტრნავაში „სპარტაკს“ დაუპირისპირდება, ხოლო 7 მაისს ჩემპიონატზე სტუმრად დაკ-ს.
სლოვანი - სპარტაკი 1:0
გოლი: ჩავრიჩი (13, პენ)
https://www.youtube.com/watch?v=uBPWmPo9BV4