"როგორ აღმოჩნდა "ოქროს ბურთის" პოტენციური მომპოვებელი ქართველი ჯორჯ ბესტი ნეაპოლში?" - იტალიელმა ჟურნალისტმა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
areanapoli-ში ჟურნალისტმა ლეონარდო ჩიკარელიმ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პოტენციური მომპოვებელი ნეაპოლში ომის გამო ჩამოვიდა

"საბჭოთა განუკითხაობიდან გამომდინარე ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ ქართველზე საუბარი მართებულად მიმაჩნია. მთელი გასული წლის ზაფხული ერთ კითხვაზე პასუხის გაცემაში გავატარე: ის ძლიერია? ჩემი პასუხი მუდამ ერთი და იგივე იყო: ძალიან ძლიერად გამოიყურება, თუმცა სერია A-ში უნდა ვნახოთ, რადგან ქართული ლიგა, რბილად რომ ვთქვათ, სრულყოფის სტადიაშია და იქიდან სრულიად სხვა დონის სერია A-ში ნახტომისას დიდ გმირობას ნუ
ელით. თუმცა, სტატისტიკა უჩვეულო რამეზე მეტყველებდა და კონტრაქტის გაფორმების დღიდან თბილისიდან სიახლები მოდიოდა. კუნთის მცირე ტრავმამ ქალაქი პანიკაში ჩააგდო: ის აქ უკვე ყველას უყვარდა.

ამან "ნაპოლიში" ეზეკიელ ლავეცის გადმოსვლა მომაგონა: მასაც არავინ იცნობდა და ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ქალაქთან ამ ბიჭის მოგონება ჯერ კიდევ ცოცხალია და როდესაც მასზე ვლაპარაკობთ, გულშემატკივრებს თვალები უნათდებათ. "კვარა" "პოჩო" არაა - ის ჯორჯ ბესტია. როგორ მოხდა, რომ ბესტი ნეაპოლში ჩამოვიდა? ეს ომის გამო მოხდა. უკრაინაში ომი რომ არ დაწყებულიყო, ჩვენ არასოდეს გვეყოლებოდა ფეხბურთელი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. წარმოუდგენელია. მოდით, უკან გადავახვიოთ "ფირი": "კვარა" "იუვენტუსსაც" უნდა და "ჩელსისაც", "მანჩესტერ სიტისაც" სურს. ეს ბიჭი უცნობი არაა, მაგრამ "რუბინი" დიდ თანხას ითხოვს: 20 წლის მოთამაშეში 20 მილიონი ყველასთვის ძალიან ძვირია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან ყაზანურ კლუბთან ურთიერთობა გაწყვიტა და სამშობლოში განსაკუთრებული კონტრაქტით დაბრუნდა, რომელიც ფაქტიურად ნებისმიერ მომენტში გათავისუფლების საშუალებას აძლევდა და "არსენალთან" და "მილანთან" სატრანსფერო ბრძოლაში "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

ლიგის დრიბლიორი ვეზუვის ვულკანის ჩრდილში მოდის. ეს განსაკუთრებულობა შემთხვევითი არაა. ქართული ტრადიციული ფეხბურთი ასეთი მოთამაშეებისგან შედგება. გასულ საუკუნეში ქართველები ურუგვაელებს შეადარეს. საბჭოთა პროპაგანდამ ნება დართო გავრილ კაჩალინს სსრკ-ის ნაკრებში რაც შეიძლება მეტი ქართველი მიეწვია, რათა რუს რობოტ-ათლეტზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპი დაემსხვრია, რომელიც შემდგომში ასეთი ძვირფასი იყო ვალერი ლობანოვსკისთვის. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა ნაკრებში 11 ფეხბურთელიდან 4 ქართველი გახლდათ. მაშინ სსრკ-ში 117 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში - 3 მილიონი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოში ზამთარი პრაქტიკულად არ არის, რაც მზიანი ქვეყნის წარმომადგენლებს მოსკოვის, კიევის და სხვა ქალაქების მოსახლეობისგან განსხვავებულს ხდიდა.

თუ ისტორიაში საბჭოთა ორ უძლიერეს ფეხბურთელს გავიხსენებთ, ნათლად დავინახავთ სხვაობას: ანდრეი შევჩენკოს მზერას მანჩესტერში ჯანლუიჯი ბუფონთან პენალტის წინ, ყინულისებრს. განაჩენი უკვე გამოტანილია. უემოციო მანქანა მშვიდად აღწევს მიზანს და აკეთებს იმას, რაც სურს. "კვარა" ასეთი არაა, ის ზედმეტად ადამიანურია და "მილანთან" ისეთივე სიტუაციაში თავისი სიმყიფე წარმოაჩინა. ამას არ აქვს მნიშვნელობა: ჩვენ ჯორჯ ბესტს ყველაფერს ვპატიობთ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩა რომ ნაპოლიში არ გადასულიყო თამამად შეიძლება ითქვას ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. მან გუნდში ის მიიტანა რაც ყველაზე მეტად აკლდა ამ კლუბს ჩემპიონის მენტალიტეტი, რასაც კვარამ პირველივე თამაშიდან ჩაუყარა საფუძველი, ამ 21 წლის ბიჭმა მთელ გუნდს ტონუსი მისცა, მისი სურეალისტური სოლო რეიდებით თუ საგოლე პასებით გუნდს აღმაფრენა თავდაჯერება შემატა და ეს მთელმა გუნდმაც ირწმუნა და აგერ გვირგვინც დაიდგმება ნეაპოლის თავზე 33 წლიანი უსასრულო თითქმის იმედგადაწურული ლოდინის შემდეგ.
Charley
13:30 29-04-2023
2
სუპერ! სწორია ყველაფერი, ერთიც აღენიშნა, რომ 1960 წელს 4 ქართველი კი არ თამაშობდა, ევროპის ჩემპიონატი პირადად მოიგეს ქართველებმა, ფინალში მეტრეველის გოლით და მესხის გენიალური ჩაწოდებით თავზე და პონედელნიკის გოლით!!! შედარებაც სწორია, ფენოსლავური ცივი მანქანა, რომელსაც "გამაზულიც" ბევრი აქვს, თუმცა მის გამაზვებს ბერლუსკონი აზღვევდა. კვარას და ჯერ კიდევ სად ხართ, კვარასებრი ბევრი წამოვა, დაზღვევა არ ჭირდებათ.
უვიცი
08:58 29-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული