"უდინეზესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:
"ჩემი კონტრაქტი? უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს და საკუთარ თავს მუდამ ვუსვამ კითხვას: "შემიძლია თუ არა, ამ აუდიტორიას მივცე ის, რასაც იმსახურებს?" მე გუნდის სამომავლო პოტენციალს ვხედავ, შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სატრანსფერო ბაზარზე და პერსპექტივიდან გამომდინარე, შეგვიძლია უფრო წარმატებულნი ვიყოთ.
სკუდეტოს მოპოვება დიდი სიამოვნებაა, რაც საშუალებას მოგვცემს, მომავალში თავი უფრო კომფორტულად და თვითდაჯერებულად ვიგრძნოთ. ჩემი ცხოვრების დარჩენილ წლებში ბედნიერი ვიქნები, როგორც საფეხბურთო, ასევე პირადულშიც.
"კვარა"? ის
დი ლორენცო საუკეთესო განაპირა მცველია, ერთადერთია, ვისაც ყველა შეხვედრის სტაბილურად ჩატარება შეუძლია. მეტოქეთა მიმართ უგულოა.
გზავნილი "ნაპოლის" გულშემატკივრებისადმი მომავალ ორ წელიწადში? არ ინერვიულოთ, ვიდრე მე აქ ვარ, გუნდი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება".
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით
არც "კვარა" და არც ოსიმენი - ცნობილია, ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტად"კვარა" და ოსიმენი ამ ზაფხულს "ნაპოლის" დატოვებენ" - ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა "პარტენოპეიზე" ისაუბრა
"ხვიჩა გუნდისთვის არ თამაშობს" - ფედელემ "კვარა" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
"ნაპოლის" ზეიმის ჩაშლას ახლა "უდინეზე" ეცდება - სერია "ა"-ში დარჩენილი მთავარი ინტრიგები...