"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" (1:1) მატჩის შემდეგ Radio Marte-ს ეთერში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. მისი თქმით, ქართველი არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს.
"ნაპოლიმ" ამ სეზონში დაამტკიცა, რომ უძლიერესი გუნდია, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ძველებურ დონეზე ვეღარ გამოიყურება, პირველ რიგში კი - კვარაცხელია. ქართველი ბოლო პერიოდში არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს. ხვიჩა მუდამ დრიბლინგის შესრულებას ცდილობს, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არსებობს" - განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით
მიმდინარე სეზონში ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
კვარაცხელიას გადასაბირებლად ოთხი ევროგრანდი იბრძვის
სასოწარკვეთა, ტკივილი და გაუთავებელი ცრემლები - ნეაპოლელი ბავშვების რეაქცია "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]