"უდინეზესა" და "ნაპოლის" მატჩის 21-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელი გუნდის მცველმა საჯარიმოში წააქცია, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
ცნობილმა იტალიელმა მსაჯმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო.
"ვერ დავეთანხმები მსაჯს, ფეხბურთელებს შორის აშკარად იყო კონტაქტი. თანაც დააკვირდით, ხვიჩას მცველი მას შემდეგ შეეხო, რაც ბურთი მეკარის საჯარიმოს მიმართულებით წაიღო", - განაცხადა მარელიმ.
შეგახსენებთ, პირველი ტაიმის შემდეგ "უდინეზე" "ნაპოლის" 1:0 ამარცხებს, "პარტენოპეის" კი საკუთარი არსებობის ისტორიაში ჩემპიონობის მოსაპოვებლად 1 ქულა აკლია.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით