"ხვიჩას მხოლოდ ამ ორ ლეგენდას შევადარებ" - დი კანიომ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ Sky Sports-ის ეთერში "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "ლაციოს" ყოფილი მოთამაშის თქმით, "კვარა" ყველაზე მეტად ჯორჯ ბესტსა და კრიშტიანო რონალდოს ჰგავს.

"კვარაცხელია ჯორჯ ბესტისა და კრიშტიანო რონალდოს კომბინაციაა. ბესტი თავისი დრიბლინგით გამორჩეული იყო, მეტოქეების ჩამოცილება და მიმართულების შეცვლა მარტივად შეეძლო. თუმცა "კვარა" დაუნდობელია და დიდი ძალა აქვს, ჯორჯი კი ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა.

რაც შეეხება რონალდოს, პორტუგალიელი მხოლოდ დრიბლინგით არ კმაყოფილდებოდა და არ ჩერდებოდა, სანამ გოლს არ გაიტანდა. ხვიჩაც იმავეს აკეთებს", - განაცხადა
დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ისტორიაში მესამე სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

alt"ტრიუმფის აბსოლუტური გმირების, კვარაცხელიასა და ოსიმენის გამო "ნაპოლის" თავზე პრემიერლიგის შავი ღრუბელი ჩამოწვა" - იტალიური მედია

alt"დიადი ფინიში და დამსახურებული ტიტული" - "ნაპოლის" ჩემპიონობა "მილანმა" მიულოცა

altზილენსკის ტრუსი ჩახადეს, სპალეტის მელოტ თავზე სწვდნენ - აგონია უდინეში

altდე ლაურენტისმა გულშემატკივრებს მიმართა: "რას გვეუბნება პროექტი "ნაპოლი"?

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიკანიო კაცი ხარ.
ზოლა
13:30 05-05-2023
0
ჭკვიანი კაცი ხარ დიკანიო შენ და, გააგებიე ეს სპალეტის, ერთი რას გეტყვის.
მალხაზ ჯობავა
17:05 05-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული