"ხვიჩას მხოლოდ ამ ორ ლეგენდას შევადარებ" - დი კანიომ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ Sky Sports-ის ეთერში "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "ლაციოს" ყოფილი მოთამაშის თქმით, "კვარა" ყველაზე მეტად ჯორჯ ბესტსა და კრიშტიანო რონალდოს ჰგავს.

"კვარაცხელია ჯორჯ ბესტისა და კრიშტიანო რონალდოს კომბინაციაა. ბესტი თავისი დრიბლინგით გამორჩეული იყო, მეტოქეების ჩამოცილება და მიმართულების შეცვლა მარტივად შეეძლო. თუმცა "კვარა" დაუნდობელია და დიდი ძალა აქვს, ჯორჯი კი ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა.

რაც შეეხება რონალდოს, პორტუგალიელი მხოლოდ დრიბლინგით არ კმაყოფილდებოდა და არ ჩერდებოდა, სანამ გოლს არ გაიტანდა. ხვიჩაც იმავეს აკეთებს", - განაცხადა
დი კანიომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ისტორიაში მესამე სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

alt"ტრიუმფის აბსოლუტური გმირების, კვარაცხელიასა და ოსიმენის გამო "ნაპოლის" თავზე პრემიერლიგის შავი ღრუბელი ჩამოწვა" - იტალიური მედია

alt"დიადი ფინიში და დამსახურებული ტიტული" - "ნაპოლის" ჩემპიონობა "მილანმა" მიულოცა

altზილენსკის ტრუსი ჩახადეს, სპალეტის მელოტ თავზე სწვდნენ - აგონია უდინეში

altდე ლაურენტისმა გულშემატკივრებს მიმართა: "რას გვეუბნება პროექტი "ნაპოლი"?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩა სავარაუდოდ მინიმუმ 2 წელი დარჩება ნაპოლიში, მაგრამ ვფიქრობ განვითარებისთვის სხვა მწრთვნელი სჭირდება, მწვრთნელი რომელიც მეტ თავისუფლებას მისცემს, ლიდერის ფუნქციას დააკისრებს, რომ გუნდმა მის გარშემო ააწყოს თამაში, აგრეთვე ვინცე სწორ მითითებებს მისცემს, ხვიჩამ კი უფრო მეტი უნდა ივარჯიშოს დარტყმებზე, მე მჯერა, რომ მომავალ სეზონში როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო ძლიერი გახდება.
მინდია
00:37 06-05-2023
1
ჭკვიანი კაცი ხარ დიკანიო შენ და, გააგებიე ეს სპალეტის, ერთი რას გეტყვის.
მალხაზ ჯობავა
17:05 05-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული