საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „ნიორი“ 3:1 დაამარცხა და კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტები ვერ გამოიყენეს, სამაგიეროდ გამოიყენა ელფეგემ, რომელმაც თავურით დააწინაურა თავისი გუნდი. თუმცა, მალე მიქაუტაძემ მაზიზის მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ მაზიზმა „მეცი“ წინ გაიყვანა, ხოლო 83-ეზე ქართველმა დუბლი შესრულა და 90-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგიმ, რომელიც აპრილსა და მარტში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ზედიზედ მეოთხე მატჩში, მიმდინარე სეზონში კი 22 გოლი გაიტანა.
„მეცი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა, „ბორდოს“ 3 ქულით ჩამორჩება და 13 მაისს „გრენობლს“ უმასპინძლებს.
ნიორი. „რენე გაიარი“
ნიორი - მეცი 1:3
გოლები: 1:0 ელფეგე (42), 1:1 მიქაუტაძე (45, პენ), 1:2 მაზიზი (51), 1:3 მიქაუტაძე (83)
მეორე ვარიანტი იყო ბარლი და მე პირადად ძალიან არ მინდა ბარლიში რომ გადავიდეს და რატომ პირველ რიგში იმიტომ რომ ლიგა 2 და ეგრევე პრემიერ ლიგაში გადასვლა და თამაში იქნება ძალიან რთული პლიუს 2 თასი სათამაშო ფიზიკურად არის ძალიან რთული მეორე ის რომ ბარლი პრემიერ ლიგაში იქნება ერთ ერთი გასავარდნი გუნდი ყველასთვის სასურველი მეტოქე და სულ ითამაშებს მეორე ნომრად და ასეთ გუნდში რა შედეგი უნდა დადოს ან რა უნდა აჩვენოს ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია და მე 3 ძალიან უხეშობენ ინგლისში მცველები და რისკია ტრამვების ამიტომ იმედი მაქვს მილანის ინტერესი რეალური იქნება და ზოგადად სად მილანი და სად ბარლი.