"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, რომელმაც "სკუადრა აძურას" 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ნაპოლიმ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. სასიამოვნოა, რომ გუნდმა, რომელმაც ჯადოსნური თამაში აჩვენა, სკუდეტო მოიგო.

ამ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა. ვფიქრობ, ის ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ფეხბურთელი, რომელიც საინტერესოა თამაშის ნებისმიერ მომენტში", - თქვა ლიპიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იტალიაში საუკეთესო კვარაცხელია არის!!!! ეს უფალმაც იცის!!!!!!
უცნობი
08 მაისი 2023 10:24
1
ვინც დიდი ბეხბურთი ითამაშა ყველა თვლის აღმოჩენად, გენიოსია, ის რასაც კვარა აკეთებს ვერ ისწავლი, დაუმატე ამას ჯიგარი. ვინისიუსი რომ ეყიდა ნაპოლის ვერ მოიგებდა სკუდეტოს. კვარამ ჩაიტანა ნეაპოლში გენია, ჯიგარი, იმედი.
დავითი
08 მაისი 2023 10:14
2
მართალია მეგრელი, მარჩელო ლიპი და ფაბიო კაპელო რო დიაგნოზს დასვამენ კვარაზე, მაგის მერე ვინ რა უნდა თქვას. ისე ჩვენში დარჩეს და სად არის ის ვითომ მაგარი ექსპერტ-ჟურნალისტი, ვინცხა ძუნიოლი და ის მეორე, ფედელეა თუ შმედელე, რომ თქვა ნაპოლი თუ ჩემპიონი გახდება თმას გადავიღებავ ნაპოლის მაისურის ფერზეო, გედეიღება ნეტაავ?
მალხაზ ჯობავა, მეგრელს!
07 მაისი 2023 18:06
4
პატივცემულებო "გოგია" და "მეგრელო" მართლები ხართ! ჯობია მოვუსმინოთ და დავიმახსოვროთ სიმართლე "უკომენტაროდ"!
ვაჟა მასწავლებელი
07 მაისი 2023 17:38
2
ფაქტია, იტალიური სამწვრთნელო სკოლა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. თუ ყველაზე ძლიერი არა.
გოგია
07 მაისი 2023 15:22
1
მოდი ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ ყველა, როცა ლიპი ლაპარაკობს, დანარჩენებმა მხოლოდ მოუსმინოთ
მეგრელი
07 მაისი 2023 14:33
3

სიახლეები პოპულარული