"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, რომელმაც "სკუადრა აძურას" 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ნაპოლიმ" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. სასიამოვნოა, რომ გუნდმა, რომელმაც ჯადოსნური თამაში აჩვენა, სკუდეტო მოიგო.

ამ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა. ვფიქრობ, ის ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. ფეხბურთელი, რომელიც საინტერესოა თამაშის ნებისმიერ მომენტში", - თქვა ლიპიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იტალიაში საუკეთესო კვარაცხელია არის!!!! ეს უფალმაც იცის!!!!!!
უცნობი
10:24 08-05-2023
1
ვინც დიდი ბეხბურთი ითამაშა ყველა თვლის აღმოჩენად, გენიოსია, ის რასაც კვარა აკეთებს ვერ ისწავლი, დაუმატე ამას ჯიგარი. ვინისიუსი რომ ეყიდა ნაპოლის ვერ მოიგებდა სკუდეტოს. კვარამ ჩაიტანა ნეაპოლში გენია, ჯიგარი, იმედი.
დავითი
10:14 08-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული