"სლოვანმა" გადამწყვეტი მატჩი მოიგო - ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „სლოვანმა“ გასვლაზე დაკ-ი 3:2 დაამარცხა.

ეს ფაქტიურად საჩემპიონო ფინალი იყო, ბრატისლავურმა გუნდმა გაიმარჯვა, ლიდერია და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დაკ-ს 5 ქულით უსწრებს.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა, 89-ე წუთზე ვაისმა შეცვალა, რომელმაც კომპენსირებულ დროში პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა, მაისური გაიხადა, დროშასავით ააფრიალა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და ამას მოედანზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

შემდეგ შეხვედრას "სლოვანი" 13 მაისს ბანსკა ბისტრიცაში „დუკლასთან“ ჩაატარებს.

დუნაისკა სტრედა. „მოლ არენა“. 12 221
მაყურებელი

დაკი - სლოვანი 2:3
გოლები: 1:0 კრსტოვიჩი (5), 1:1 ლოვატი (42), 1:2 გრინი (74), 2:2 რამადანი (81), 2:3 ვაისი (90+5, პენ)
გაძევება: ვაისი (90+9)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაფერი ისევ და ისევ თვითონ ჩაკვეზეა დამოკიდებული. ჟილკა და ენთუზიაზმი აკლია და უნდა მოუმატოს ამ მხრივაც. თანამედროვე ფეხბურთში ბრძოლა მაღალივდონის ფეხბურთელის თამაშის ორგანული ნაწილია, მის გარეშე არ გამოვა არაფერი.
არტ
08 მაისი 2023 01:57
2
ამას წინათ მოვისმინე ჩაკვეტაძის აგენტის ინტერვიუს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნა ჩაკვეტაძეზე და არც უნდოდა მასზე საუბარი თვითონვე აღიარა რომ გენტი არ იყო სწორი არჩევანი და არ აღმოჩნდა ის რასაც ელოდნენ და შეცდმომა იყო იქ წასვლა მე მიჩნდება კითხვა ჯერ გაგერკვია სად მიგყავდა და რა ხალხში მიგყავდა და მერე წაგეყვანა უმაღლესი დონის გუნდები იყვნენ დაიტერესებულები და გენტში წაიყვანე არც აქცევდა სათანადო ყურადღებას ფეხბურთელს ასე ხოარ შეიძლება არაა ამ ბიჭის კარიერა იმედი მაქვს უბრალოდ დღეს არის "დამუხრუჭებული" და არაა დასრულებული და ყველაფერი არის იმ ხალხის ბრალი ვინც ჩაკვეტაძე გენტში წაიყვანა და ყველაზე ცუდი ის არის რომ კიდე 2 წელი კონტრაქტი აქვს გენტთან და არავინ არაფერს არ აკეთებს იმისთვის რომ ეს ბიჭი იმ ამ გეტს მოაშორონ სადაც არაფერი გამოუვიდა ჩაკვეტაძე არ არის რიგითი ფეხბურთელი ჩაკვე არის ქართული ფეხბურთის მომვალი ჯერ კიდევ არის და ყველა უნდა დაუდგეს გვერდში და აი ასეთი აგენტები არის პრობლემა რომლებიცაც ისე მიყვართ გუნდებში ფეხბურთელები რომ არც იციან სად მიყვართ რა გარემოში მიყვავთ რა ხალხთან მიყავთ ჩაკვეს ნორმალური აგენტი რომ ყოლოდა ხომ არ დაემართებოდა ის რაც დაემართა არა? იმედი მაქვს ეგ ადამიან იაღარაა ჩაკვეს აგენტი.
gio
08 მაისი 2023 00:17
3
როგორც ვიცი ზაფხულში ისევ გენტში ბრუნდება ჩაკვეტაძე რადგან მისი კონტრაქტი ჯერ არ ამოწურულა გენტში დაბრუნებას ჩემი აზრით ისევ სლოვანში დარჩენა ჯობია იმ გუნდში დაბრუნება სადაც არაფერი გაუმოვიდა და პრობლემების მეტი არაფერი ქონია ჯობია დარჩეს სლოვანში კიდევ ერთი სეზონი მითუმეტეს რომ დიდი ალბათობით სლოვანი ისევ გახდება ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგაზე კვალვ ითამაშებს და ზოგადად ევროტურნირებზე გავა ეს გუნდი და ამ გუნდში ჩაკვეს აქვს სათამაშო პრაქტიკა მწვრთნელი ბოლომდე ენდობა და ვიდრე წავიდეს ისევ გენტში სადაც არავინ იცის როგორი მომავალი ექნება ვისურვებდი რომ უფრო მაღალი დონის გუნდში გაგრძელებინა მაგრამ სამწუხაროდ ამ სეზონში მისი თამაშის ხარისხი და დონე ნამდვილად არ არის იმ დონის რომ რომელიმე ტოპ ლიგის გუნდი დაინტერესდეს ჩაკვეთი და წაიყვანოს თავისთან როგორც ძირითადის ფეხბურთელი და სლოვანში სათამაშო პრაქტკა ექნება ძირითადში იქნება და ევროტურნირებს ითამაშებს და მომავალ სეზონში მისგან უფრო მაღალ დონეზე თამაშის კარგი სტატისტიკის და შედეგის იმედიც გვექნება დღეს რაც არ უნდა იყოს ეს სეზონი მისთვის იყო ფორმის აღდგენის და სათამაშო ტონუსის და კონდიციების დაბრუნებისთვის 44 მატჩში ერთი გოლი ეს ნამდვილად არ არის ის სტატისტიკა რომ რომელიმე კარგი გუნდი დაინტერესდეს ჩაკვეთი ასე რომ ამ სიტუაციაში ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჯობია 1 სეზონი თუ არაა მინიმუმ ზამთრამდე დარჩეს სლოვანში თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.
zaza
08 მაისი 2023 00:08
3
ვულოცავ სლოვანს და ჩვენს ბიჭებს გამარჯვებას! ასევე მის მწვრთნელს, ვლადიმერ ვაისს,რომელიც არის ძალიან კარგი პიროვნება! ჩემი დიდი პატივისცემა და მადლობა მას ყველაფრისთვის...
gulshematkivari0703
07 მაისი 2023 23:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული