კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
საჭირო კაცია ნაკრებისთვის და მისთვისაც კარგია, წარმატებები
გოგა
09 მაისი 2023 22:46
5
"კვარადონა" და მარადიშვილი მაგარი იქნება, მარადონა ქართველი ხო არ იყოო ეს კითხვა ბევრს გაუჩნდება
erti
09 მაისი 2023 20:55
1
გადახედეთ რამდენი არაქართული გვარის ფეხბურთელს უთამაშია და თამაშობს საქართველოს ნაკრებში და ეს საერთოდ არ ნისნვს რომ მათ არ უყვართ თავიანთი ერი. მათ რომ აერჩიათ ნაკრები გვარის მიხედვით არ იქნებოდა მინიმუმ ლამაზი. შეგვიწყო ხელი გარემოებამ და ვისარგებლოთ ჩვენც და ამ ხალგაზრდა კაცმა, აწ უკვე ქართველმა.
ლექსო
10 მაისი 2023 16:43
6
გადადით მის ინსტაგრამზე და ნახავთ როგორი პატრიოტია რუსეთის!!!!საქართველოში ნამყოფი არ არის და ასეთი ადამიანისგან რას ელით?!
საქართველო უპირველესად
10 მაისი 2023 01:11
20
არაუშავს. ეხლა საქართველოს პატრიოტი გახდება. მთავარი გავიწყდება, უნდა ითამაშოს კარგად
დავით 67
10 მაისი 2023 06:17
4
კონკურენცია ხარისხის საწინდარია.
jorj
09 მაისი 2023 21:36
2
ადრე სხვა პოზიცია მქონდა, მაგრამ კარგად რომ შევხედოთ, ადამიანი სადაც იბადება, იზრდება და რა გარემოცვა ყავს, იმათთან აიგივებს თავს. ჩვენ შეგვიძლია რუსების დაკეტილი ბოქლომი ავხსნათ და ჩვენიანს ევროპისკენ გავუხსნათ გზა. აქ ძმაკაცებს შეიძენს ნაკრებში, იმ ერთობას რომ ნახავს რაც ნაკრებშია ბოლო პერიოდია, უფრო გაუჯდება სისხლში ქართველობა. მახსოვს წიტაიშვილზე რა კომენტარებიც იყო და ახლა ჩვენი ბიჭია მაგარი გულით. გავცეთ სიყვარული და დაგვიბრუნდება მისი მაგარი თამაშით
Haaland
10 მაისი 2023 14:04
5
აა ახლა მოუნდა საქართველო?! სად არის შენი პრინციპები რუსო ბიჭო???!!!
!!!
10 მაისი 2023 08:58
29
ძალიან კარგი იქნება
კახა ქ.
10 მაისი 2023 05:51
8
ძალიან კუდაბზიკობა გამოგვდის ყველას მიმართ ასეთი გინება ვინც კი ჩვენი დროშის ქვეშ დადგომას აპირებს. გრანდებს მოგაგონებთ და ვინმემ მითხარით რითია საფრანგეთზე, ინგლისზე, გერმანიაზე, ნიდერლანდიაზე, ბელგიაზე მეტი ჩვენი ნაკრები ან ქვეყანა? მეც ვაკრიტიკებდი ამ ბიჭს, მოინდომა ჩვენ ნაკრებში თამაში? მშვენიერია. ვინც გამოადგება საქრთველოს და ოფლს დაღვრის ჩვენი დროშის ქვეშ ყველას ტაშს დაუკრავ და უგულშემატკივრებ, მითუმეტეს მამა ყავს ქართველი. მისი პოზიციის ფეხბურთელი ძალიან პრობლემატურია ნაკრებში და ფაქტიურად ნაკლებნი ვთამაშობთ ყველასთან. ჩვენი მეზობლები ნახეთ, სომხები და აზერები. ორივეგან თამაშობენ უცხოები. აქ კომენტარებს რომ ვკითხულობ, ძველი ქართული კინო მაგონდება, სახელი არ მახსოვ. ორი ძმა აზნაურები ვართო იძახიან, მონგრეულ სახლში ცხოვრობენ, თან ღობე ენგრევათ და ვინც ადრე გაიღვიძებს ის იცმევს ფეხზე.
G.LA
10 მაისი 2023 04:59
8
ვინც საქართველოს დროშის ქვეშ ოფლს დაღვრის? ძიუბამ რო მოინდომოს? ან კიდევ სხვებმა? ს ნაჩალა პადუმაი პატომ გავარი ბრატ. უნდა მივეჩვიოთ რომ რუსი საქართველოსთვის ოფლს არასდროს დაღვრის. გაიხსენე ისტორია . მიეღო საქართველოს მოქალაქეობა ადრე როცა იყო ლაპარაკი. ახლა მოუნდა? აღარ უნდა რუსული დროშის ქვეშ ოფლის დაღვრა ხო?
ზურა
10 მაისი 2023 09:29
12
კარგი კიარა, მაგარი ამბავია, ისეთი, ვერც კი წარმოვიდგენთ და დრო დაგვჭირდება ამისათვის. კიტეიშვილი 2-ა, მაგრამ ტრავმებისკენ არაა მიდრეკილი და გაცილებით ჯანიანია!
ლაშა
10 მაისი 2023 00:00
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული