კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
დაგეწვას ეგ რუსეთის დროშები ინსტაგრამზე რომ გიყენია,ამაყია შენით დედა რასია!!!
გიორგი
10 მაისი 2023 13:06
3
უპოვია გამოსავალი ბიჭს!!!ასე უნდა "გამოიყენო საქართველო",როგორც აქ ჩამოსული თავისი თანამემამულე ღუსები იყენებენ ომის მერე!!!!!!!
გრუზინი
10 მაისი 2023 12:51
5
თქვენი მენტალიტეტი რა ვთქვა და თქვენი აზროვნება, სულ რომ არ იყოს ფეხბურთელი და საქართველოს მოქალაქეობას რომ იღებს ქართველი, მარტო ეს არაა სასიხარულო ამბავი? რა ხალხი ხართ, რა ჯიშისა ხართ ბლ...? წარმატებები შენ შვილო და საქართველოს სადიდებლად აკეთე საქმენი საგმირონი.
ბმბ
10 მაისი 2023 12:49
5
მართალი ხართ. ბოსკამპის არ იყოს - მენტალიტეტ დებილ. :)
გივი
10 მაისი 2023 15:27
1
სულ რო ლეო მესი იყოს არ მინდა ეს ბიჭი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში!!!
**
10 მაისი 2023 12:45
36
გვინდა გვინდა მარტო იმისთვის რო რუსები წიკვინებენ :))) ისე მართლა კაი ფეხბურთელია
გიორგი
10 მაისი 2023 13:10
3
წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
10 მაისი 2023 12:43
0
შესანიშნავი შენაძენი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის... ჯაბა კანკავას შემდეგ ა მ პოზიციაზე ძალიან გვიჭირს. მარადაშვილი, კიტეიშვილი გააძლიერებს ამ ნახევარდაცვას!!!
tngh
10 მაისი 2023 11:53
3
ვინც აკრიტიკებთ ამ ბიჭს, მოდი საკუთარი თავი წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციაში:
დაიბადეთ რუსეთში. ქართული მხოლოდ გვარი გაქვთ. არც ქართული იცით და შეიძლება, არც ხართ ნამყოფი საქართველოში.
ცხოვრობთ და თამაშობთ რუსეთის უმაღლეს ლიგაში. შეჰყავხართ რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. ანუ, მთელი წარსული, აწმყო და მომავლის გეგმები დაკავშირებული გაქვთ იმ ქვეყანასთან, სადაც დაიბადეთ და ცხოვრობთ.
ფაქტიურად, საქართველოსთან არანაირი ემოციური ბმა არ გაქვთ.
ამ დროს, გეკონტაქტებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და მათ ნაკრებში თამაშს გთავაზობენ. შეიცვლიდით მოქალაქეობას და წახვდოდით?
რას ვამადლით ამ ადამიანს, ქართულ გვარს?
სომხები ყველაფერში როგორ უნდა გვჯობდნენ. არგენტინაში დარბოდნენ, რომ ცოტა სომხურს მიმგვანებული გვარი თუ ექნებოდა მოქმედი ფეხბურთელის დიდი ბებიის დეიდის გარე ნათესავს, არწმუნებდნენ სომეხი ხარ და ჩვენთან ითამაშეო.
გვაქვს ჩვენ ასარჩევად საქმე? მით უმეტეს, იმ პოზიციაზე, რომელზეც მარადიშვილი თამაშობს.
კოლა
10 მაისი 2023 11:26
5
ადამიანია და უნდა იპოვოს გამოსავალი. აბა რა უნდა ქნას?
ცოტა უფრო პრაგმატულად უნდა ვიაზროვნოთ. გვჭირდება ეს მოთამაშე ნაკრებში? მირჩა, ავიყვანოთ.
ჯიქიასავით ხომ არ აქვს მოჭრილი ჩვენამდე მოსასვლელი გზა. რატომ ვკრათ ხელი?
კოლა
10 მაისი 2023 11:46
3
თავდაპირველ გადაწყვეტილებაში არ ვამტყუნებ რომ რუსეთი აირჩია, ეხლა რომ პოულობს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან დაჩვენი ბედოვლათი ფედერაციაც სავარაუდოდ ფულის სანაცვლოდ ხელს უწყობს მაგაში ვამტყუნებ.
semi
10 მაისი 2023 11:34
15
პირადად მე ძალიან გამიხარდება ეს ამბავი, რადგანაც კონსტანტინე ძალიან პერსპექტიული ბიჭია, მისი თამაშები მაქვს ნანახი და ფაქტია ძალიან მებრძოლი ბურთის ფლობით და ძლიერი დარტყმით დაჯილდოებული ბიჭია , ძირს პოლიტიკა, მოდი კონსტანტინე ცენტრში გვჭირდები ✊️
ილიავარ...
10 მაისი 2023 10:47
5
მოკლეთა რაა თქვენ რა ხართ)ნაკრებში მეორე კანკავა გახდება ეს აგერ ნახამთ.წინასწარ ნუ იცით რა ეს ლაპარაკები.მის გულში რა ხდება რავინ იცის იწნება და უნდა და სუითა და გულით მოდის
ხვიჩენ კვარაცხელიან
10 მაისი 2023 10:24
2
ადრე გადაწყვიტა თუ გვიან რეალობა ისაა რო უნდა ბიჭს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში!!!ქართველობამ გაიღვიძა მასში მივესალმები და დიდ წარმატებებს ვუსურვებ როგორც მას ისე ჩვენს ყველაზე საყვარელ ნაკრებს
სიმართლე
10 მაისი 2023 10:23
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული