კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
ეს არასოდეს იომებს მოედანზე საქართველოს ნაკრებისთვის, უბრალოდ გამოვა და ითამაშებს იმ დონემდე, რაც მის კარიერას დაჭირდება, ნაკრებს კი მოედანზე მეომრები ჭირდება, რომლებიც სულს და გულს არ დაიშურებენ
ჯაბა
10 მაისი 2023 10:12
18
საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია,ისედაც მებრძოლი ფეხბურთელის პოზიციაა.ეგეც არ იყოს,შეეტყობა,რა გულით თამაშობს,მაგრამ ჩვენ თუ სიძულვილით შევხვდით,შესაძლოა ნაკრებისაკენ არარც გამოიხედოს. შანსს ყველა იმსახურებს.იქ გაზრდილ ბიჭს რომ რუსეთი უყვარდეს,დანაშაულია?რუსეთი ხომ მისი სამშობლოა და ეს სრულიად ბუნებრივია.ამავე დროს,.ის საქართველოს შვილიც არის და თუ მასში ეს გრძნობა გავაღვიეთ,შესაძლოა ბევრ აქაურ ქართველზე უკეთესი ქართველობა გასწიოს.ყოველ შემთხვევაში ქართველობა მცხვენიაო.იმას მაინც არ იტყვის და აქედან დასავლეთში გადახვეწილ ემიგრანტებივით,ათას საშინელებას არ დააბრალებს სამშობლოს,იმისათვის რომ მისი იქ დარჩენა დაასაბუთოს.უამრავი ემიგრანტი ხომ სწორედ ასე მოიპოვებს იქ დარჩენის უფლებას და სულაც არ თვლის,რომ უნებლიეთ,ამით სამშობლოს ვნებს
სოსო
19 მაისი 2023 23:36
1
სპორტული კუთხით შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, არ დავუძახებდი ნაკრეში იმას, ვინც თავის დროზე უარი თქვა და სხვა ქვეყანა არჩია, ახლა დაჭირდა და ჩვენც უთავმოყვარეოდ მივიღეთ
ლუკა
10 მაისი 2023 10:08
10
ანალოგიური ისტერია იყო საბა საზანოვთან მიმართებაშიდაც, როდესაც თამაშის დაწყებამდე კადრში მოხვდა თუ როგორ გულით მღეროდა საქართველოს ჰიმნს მაშინ მემგონი ყველას გაეცა პასუხი, რატომაც არა თუ უნდა საქართვლოს სახელით თამაში რატომ არ უნდა ითამაშოს? ვინ ხართ თქვენ მის ასეთ არჩევანს რომ აკრიტიკებთ და აბულინგებთ, რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში კლავიატურაზე წკაპუნის გარდა? თუ დაიმსახურებს თამაშს უნდა ითამაშოს რაც ისევ ჩვენ წაგვადგება, იმედია კარგი და ნიჭიერი ბიჭია
GG
10 მაისი 2023 10:01
11
გამოიძახეთ ფლამარიონი ნაკრებში!!ამაზე მეტი ქართველი მაინც არის
ბექა
10 მაისი 2023 09:25
10
აა ახლა მოუნდა საქართველო?! სად არის შენი პრინციპები რუსო ბიჭო???!!!
!!!
10 მაისი 2023 08:58
29
ხალხო, რა გჭირთ რა დაგემართათ?! სომხებისგან მაინც
აიღეთ მაგალით. სადაც კი ოდნავ თავი გამოჩინეს, არა აქვს მნიშვნელობა სპორტის სახეობას, თავიანთ ნაკრებში ექაჩებიან. სად ვინ დაიბადა და გაიზარდა , ვინ აქცევს ყურადღებას .
გიო
10 მაისი 2023 08:55
11
მაგალითი რა თქმა უნდა უნდა ავიღოთ ხოლმე მაგრამ არა სომხეთისგან.
ზურა
10 მაისი 2023 09:24
4
მიქაუტაძეს და წიტაიშვილს რომ მიენიჭა მოქალაქეობა,მაშინ ამასაც შესთავაზეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ გაჯიქდა ჯიქიასავით,არ გახსოვთ ძველი ინტერვიუები რას იძახდა საქართველოს მოქალაქეობის მიღებებაზე?? ასე ერთიანად უპრინციპო და უთავმოყვარეო ერად როგორ ვიქეცით?!სომხები და აზერბაიჯანელები ასეთ რამეს აპატიებდნენ მარადიშვილისნაირებს?! ბარენ ჯიქიასაც მივანიჭოდ მოქალაქეობა და გამოვიძახოდ ნაკრებში,ამჟამინდელი ფედერაციისგან და თქვენგან ქართველებისგან თუ გამიკვირდეს კიდევ რამე,უ თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ქ ვ ე ყ ა ნ ა!!!!!!!!
საბა
10 მაისი 2023 08:35
13
დღეს ნახეს საქართველოში მომავალი??? ორდჯონოკიძე გააცოცხლეთ და ისიც ჩამოიყვანეთ!!
ვაი თქვე ქართველები არ იყოთ!!!
Geo
10 მაისი 2023 06:16
17
ძალიან კარგი იქნება
კახა ქ.
10 მაისი 2023 05:51
8
ძალიან კარგი იქნება
კახა ქ.
10 მაისი 2023 05:45
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული