კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
გადავიდეთ მის ინსტაგრამზე და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ არ გვსურს მისი ყოფნა საქართველოს ნაკრებში.ერთი ეგ არის, ამათ ისე აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, საკუთარი დროშის, ჰიმნის, ყველაფრის გარეშე მაინც გამოდიან და რო კითხო უკრაინასთანაც მარათლები არიან.თუ მართალი კაცი ხარ, საკუთარ ქვეყანაზე რატო იძახი უარს? თავმოყვარეობა მაგათ არ აქვთ და პრინციპი. იმის არ იყოს, მცხვენია რო ესეთი მტერი მყავსო))
ვატა
09 მაისი 2023 22:59
39
ამ წელს ვერ ვიტყვი რომ ნანახი მაქვს მისი თამაში, როცა კვარა გამოდიოდა ნანახი მაქვს მისი თამაში და ხარისხიანი ფეხბურთელია. დაცვაში თამაშიც და პასი ეხერხება, ამასთან დარტყმაც ნორმალური აქვს. ყველაზე პრობლემური პოზიცია რომ საყრდენი ზონაა ეს გამოჩნდა ნორვეგიასთან, პრახადონი დვორი იყო ისე დასეირნობდნენ! გამოიძახებენ ნაკრებში და გამოჩნდება რისი მაქნისია, ყველა ვარიანტში კონკურენცია გაიზრდება რაც ძალიან მნიშვნელოვანია!
zaza
09 მაისი 2023 22:49
3
საჭირო კაცია ნაკრებისთვის და მისთვისაც კარგია, წარმატებები
გოგა
09 მაისი 2023 22:46
5
ეს ტიპი არის, ტიპიური რუსი, რუსეთის რუპორი. ნათქვამი აქვს რომ ქართველად თავს არ თვლს და საქართველოს ნაკრებში არ აპირებს თამაშს. წიტაიშვილის და ხოჭოლავას ახლობლები დაიღუპნენ უკრაინაში, რუსის დანახვა არ უნდათ, ხო და ეხლა ვკითხულობ, ამ ლამაზად დალაგებულ ურთიერთობებს ნაკრებში, რატომ ვაყენებთ საფთხის ქვეშ??
ვატა
09 მაისი 2023 22:41
24
მოდი ესე მოვიქცეთ, ჯერ ფაქტს დაგიდებ, და მერე თავ-პირს გაგიერთიანებ "ლოჟნი დასკვნები" რომ გამოგაქვს და შეურაწყოფას მაყენებ.გაწყობს? შენ, მარტო მე კი არ მაყენებ შეურაწყოფას, აქ, ყველას აყენებ, ვინც წერს რომ მარადაშვილი რუსულ დროშას აფრიალებს.კაცი თუ რუსულ დროშას აფრიალებს,ის მტერია და ორჯონიკიძეა.
ვატა
10 მაისი 2023 17:35
0
მარადიშვილი რომ ორჯონიკიძეა დადე ფაქტი !!!! თორემ სპეკულიანტი კი არა შემოპარული პროვაკატორი ხაარ !!!!
კვატაას
10 მაისი 2023 08:11
5
ყველა გამოხმაურება
თუ კი სიმართლეა მაგრად გაგვიმართლეებს …!!! ჯერ დავიწყოთ იქედან რა შეიკალით ეგ ბავშვი ჯერ არ ჩამოსულა დაა…იქ არისცდა რუსებმა არ გაახარეს ცსკა-მ ეგ და ტიკნიზიანი იმის გამო მოიშორეს მხოლოდ რომ ქართული და სომხური გვარები აქვთ შემდეგ ლოკომოტივში მშვენივრად თამაშობდა ( ახლაც მაგრად თამაშობს როცა შანსი ეძლევა) მაგრამ როგორც ქართულ პასპორტზე წავიდა ლაპარაკი ეგრევე სკამზე დასვეს იქ ჩაგრავენ რომ ქართველია წარმოშობით და ქართული გვარი აქვს აქ კი ატეხეთ ერთი ამბავი რათ გვინდა ….რა იყო ჭრელო პეპელაა არც გაფრინდე არც მოფრინდეე …რა ამ ბავშვის ბრალია რომ რუსეთში დაიბადა და გაიზარდა …?! აქ დაბადებული და გაზრდილი “ ვითომ ქართველები “ ხომ ანგელოზები არიან ყველანი ..?! თუ რა იყო 250 მილიონიანი ერი ვართ და რათ გვინდა ზედმეტი ხალხი …?! 2,5 მილიონიც კი არ ვართ და მალე საძებნი გაგვიხდება არა ქართული გვარის მატარებლები არამედ ვინც საქართველოს გადაუფრინა ერთხელ მაინც …არ აქვს ქართველობას იმის ფუფუნება რომ სხვა ქართველებს ხელი ვკრათ …რაღაც მაინც ვისწავლოთ სომხებიდან ებრაელებიდან ა.შ ….რაც შეეხება მის ფეხბურთელობას ეგეთი ცენტრნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს კარგა ხანი არ ყოლია ( ჯაბა ბოდიშიიი) მითუმეტეს კანკავას შემდეგ …ოღონდ ეს ჯაბაზე მაგარია …თუ ჯაბას კოზირები იყო ართმევა ჩაჭრა და შორეული დარტყმა ამასაც აქვს ეს და თან ბურთის ამოტანა კარგი პასები …შეუძლია 120 წუთი სირბილი ბოლოსდაბოლოს ახალგაზრდა თანამედროვე უნივერსალი ცენტრნახევარმცველია !!!თუ სანიოლი მიხვდება რომ უკვე დადგა გაგნიძეს დრო და თან მას მარადიშვილიც მიემატება საქარღველოს ნაკრები 2-3 საფეხურით აიწევს …ესენი ორთავე ძაან ძლიერი ძალა იქნება მოედნის ცენტრში( სადაც კა არამარტო გვიჭირს არამედ კატასტროფა გვაქვს პირადულად არავის არ ვერჩი პირიქით მადლობა მაგრამ ვერც ბურთი ამოგვაქვს ვერც ბურთს ვიჭერთ და საერთოდ ცენტრის გარეშე ვთამაშობთ ხანდახან მოედანზე 9 კაცი ვართ და კვარა რომ არა ისევ ნოლი იქნებოდა ნაკრების ფასი) ღმერთი გვაძლევს მაგარ შანსს ძაან მაგარ წინა ხაზს ( კვარა ჩაკვე მიქაუტაძე ) კარგ დაცვას ( არჩევანი დიდია ცენტრში 2 საბა კვერკვე და საზონოვი კაშო, დვალი, ხოჭო, ლოჩო,ტაბიძე რავი გამომრჩებოდა ვინმე და თან ახლებიც მოდიან ) ამათ მივამატოთ ფლანგის მცველები( გოჩოლა, აზაროვი, წიტა, კაკაბაძე და აქაც დიდი არჩევანია) ასევე ფლანგებზე შეტევაშიც გვყავს კარგი ბიჭები ( დავითაშვილი, ლობჟანიძე , ბერიძე და სხვები) მეორე ფორვარდად ბუდუს გარდა ცოტა ჭირს აქაც არჩევანი ( მხოლოდ ორ კაცზე ბუდუ და ჯორჯზე ძნელიაა) მაგრამ ცენტრალური ზონა მართლაც კატასტროფაა და თუ გაგნიძესთან ერთად მარადიშვილიც დაგვემატა …პლიუს თუ სანიოლიც გამოსწორდება ძაან მაგარი ნაკრები გვეყოლება რითაც შევძლებთ არამარტო ევროპაზე გასვლას ( ოღონდ ერთა ლიგის პლეიოფიდან აბა სანიოლმა ეს ჯგუფი ჩააგდო უკვე მთავარია ამ შესარჩევში გუნდი ააწყოს ამ ახალ ფეხბურთელებზე) ასევე შევძლებთ იმ 48 გუნდიან მსოფლიოზე გასვლას !!!!
მდააა
09 მაისი 2023 22:37
7
მართალი ბრძანდებით,
ამდენის წერა მეზარებოდა და მადლობას მოგიხდით რომ რაც საჭიროა ის დაწერეთ და იმედია ვისაც აზროვნების უნარი აქვს გაიგებს.
მადლობა
ბს
10 მაისი 2023 00:01
2
რაა კარგი ამბავი? აქამდე სად იყო? ამ საიტის ჟურნალისტები ლიჟბი მოვიგოთ ძმაუ ფრაზებით რატომ აზროვნებთ? მასე ავდგეთ და ბრაზილიელებს მივცეთ მოქალაქეობა და სულ იმათ ითამაშონ. აგერ მიქაუტაძე არც დაფიქრებულა მაშინვე დათანხმდა და მარადაშვილი და საზანოვი სანქციებს გაურბიან.
Semi
09 მაისი 2023 22:35
20
საცოდავი საქართველო ყველას ახლა გაახსენდა რუსეთში!!!!ვისაც ქარათული გვარი ურევია
საბა
09 მაისი 2023 22:12
24
არაფერში გვჭირდება ეგ რუსი. იტამაშოს ბელარუსთან და ტაჯიკეთთან :(
მერაბი
09 მაისი 2023 22:10
36
Me piradad ar minaxavs amis tamashi da verafers vitkvi,magram transfermarketze 2,5 milioni girs,rac bevrad agemateba igive aburjanias da kvekveskiris fasebs,erti eg aris sul satadarigo skamzea am bolos da ravi abaa...
Givi
09 მაისი 2023 21:58
2
კონკურენცია ხარისხის საწინდარია.
jorj
09 მაისი 2023 21:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული