Geo Team: ბრიტანული კლუბი მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "აბერდინი" მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altსად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

მკითხველის კომენტარები / 40 /
Britanul fexburts tu gaudzlo fizikurad chatvalet 1 welshi magar gundshi gadava.
Givi
11 მაისი 2023 21:30
1
სწორედაც რომ თუ!შოტლანდია,ჩემთვის დაახლოებით ჰამბურგში რომ იყო,იგივეა და არარ მინდა ასეთ გუნდში აღმოჩნდეს.ჰამბურგში,ჩაკვეს ერთადერთი საზრუნავი ის იყო,როგორმე თავი ან ფეხი არ მოეტეხა.მცველები ბურთს კი არ უყურებდნენ,არამედ პირდაპირ კაცზე მიდიოდნენ,დასაჯახებლად.ფეხბურთელები კი არა,ჯიხვების არვეები გამოდიოდა მინდორზე.ტექნიკურ ფეხბურთელს,ასეთ ლიგაში,არაფერი ესაქმება,თუ ფიზიკურადაც მძლავრი არ არის.
სოსო
11 მაისი 2023 22:26
3
არადა ამ ბიჭს ბევრად მეტი ტექნიკური არსებალი აქვს ვიდრე თუნდაც კვარას, ბევრად სწრაფია და ბევრად მეტი პოტენციალიც აქვს, უბრალოდ ათასჯერ უფრო გამოსათლელი და დასახვეწია ვიდრე კვარა იყო, ნორმალური მწვრღბელი სჭირდება და აფეთქდება ერთ წელიწადში.
რუსთავი
11 მაისი 2023 20:00
11
სწრაფი არა ტოროლა. ფიზიკურად სუსტია. გაცილებით მეტი უნდა ივარჯიშოს.
გიორგი
16 მაისი 2023 20:34
0
ხოო აი ზუსტად შოტლანდიური მჩეხავი ფეხბურთი აკლია მაგის შუშის ფეხებს @@
zura222
11 მაისი 2023 19:40
5
რა სლოვანი, რა აბერდინი
ზაქრო
11 მაისი 2023 22:09
1
არ მგონია კარგი მიმართულებას. სლოვაკეთს რითი ჯობია აბერდინი?
გუსანი
11 მაისი 2023 21:26
9
აბერდინი არა კილმანროლი, გერმანია, იტალია ესპანეთი, ამ ქვეყნებში საშუალო დონის გუნდი უნდა მოუძებნოს აგენტმა
lex
11 მაისი 2023 21:19
4
ჩაკვეს სუსტიაო, ვეღარ დაარქმევ
მგონია რაც უკეთეს გუნდში წავა უფრო უკეთესად ითამაშებს
მიდი გიო
თენგო
12 მაისი 2023 09:17
1
აგვიხსენით! ლელოში ეწერა კონტრაქტი აქვს გენტთან ივნისის ბოლომდეო. წელი თუ შეეშალათ, არ ვიცი. მაგრამ 5 მილიონს ვინ გადაიხდის, თუ 2 თვეში უფასოდ შეგიძლია გყავდეს.
ჰაჰა
11 მაისი 2023 20:54
2
ნუ ყველას გვინდა უკეთესი მარა აბერდინიც არაა ცუდი,ერთი ნაბიჯია სელტიკ/რეინჯერსამდე თუ გაქაჩა,მარა სლოვანი სჯობს,ევროტურნირებზე მინიმუმ 6 თამაშს ითამაშებს
Gomako
11 მაისი 2023 20:02
3
რა შოტლანდია, იმია იქაური თამაშები, ისეთი შეჯახებებია ამერიკული ფეხბურთი ეგონება კაცს. არ ღირს მანდ გადასვლა, სხვა ფიზიკაა მაგისთვის საჭირო
zura
11 მაისი 2023 23:40
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული