კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში "აპოელს" ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ აეკ-თან გამარჯვება ლაშა დვალმა მოუპოვა - 2:1.
მე-14 წუთზე აეკ-ი პერე პონსმა დააწინაურა, მე-18 წუთზე გიორგი ქვილითაია საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა ვერ გამოიყენა, თუმცა რადგან დარტყმამდე მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა საჯარიმოში შეირბინა, მსაჯმა ხელახლა მისცა "აპოელს" თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება და მარკინიოსმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 54-ე წუთზე დვალმა საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დააასწრო და თავით მეტოქის კარი დალაშქრა.
ლაშამ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი და ისევ ქართული
ცეკვის ილეთით აღნიშნა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 24 შეხვედრაში 4 გოლია.
დვალმა სრულად ითამაშა, ქვილითაია 79-ე წუთზე შეცვალეს, ბუბა დაუშვილი კი სათადარიგო იყო.
"აპოელი" 68 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "არისს" 3 ქულით ჩამორჩება და 21 მაისს "აპოლონს" შეხვდება.