მართალია, "ნაპოლის"
La Repubblica-სთან ინტერვიუში დე ლაურენტისმა თქვა, რომ ამერიკელი და იაპონელი ფეხბურთელების შეძენას აპირებს. იტალიურ მედიაში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, "ჩელსისა" და "არსენალის" მოთამაშეების შესაძლო ტრანსფერებზე ჩამოყალიბდნენ - კრისტიან პულისიჩი, მეტ ტერნერი და ტაკეჰირო ტომიასუ.
ლუჩანო სპალეტის გუნდს მეკარის შეძენა წინა ზაფხულსაც სურდა, კეილორ ნავასის ტრანსფერი კი უკანასკნელ მომენტში ჩაიშალა. ახლა აქ გოლინია, თუმცა ის მერეტის საკმარის კონკურენტად არ მიაჩნიათ. მეტ ტერნერი (სატრანსფერო ფასი 5 მლნ. ევრო) 28 წლისაა. მას ლონდონის "არსენალში" თამაშის საშუალება იშვიათად ეძლევა, შეერთებული შტატების ნაკრებში კი სასტარტო კიპერია.
კიდევ ერთი "არსენალელი", ტომიასუ (ფასი 25 მლნ) 24 წლისაა. მას ბოლო დროს ტრავმის გამო, ბევრი გაუცდა, ისე კი მშვენიერი სეზონი ჰქონდა. ტაკეჰიროს იტალიური გამოცდილება უკვე აქვს, როცა "ბოლონიას" ღირსებას 3 წლის განმავლობაში იცავდა. კარგად დავინახეთ, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს სერიოზული ალტერნატივა როგორ სჭირდება და ეს ტრანსფერი გუნდს მართლაც გააძლიერებს.
რაც შეეხება "კაპიტანი ამერიკას." როგორც "ჩელსის", ასევე მას ძალიან ცუდი სეზონი აქვთ,
თუმცა პულისიჩს ბევრი შეუძლია, ეს კარგად ვიცით. მისი სატრანსფერო ფასი 32 მილიონი ევროა. ოსიმენის
სარფიანად გასხვისების (150 მლნ) შემთხვევაში, ნეაპოლში ამ თანხის გამოყოფა იოლად უნდა შეძლონ. Corriere Dello Sport-ის თამახმად, საუბარია იმაზეც, რომ თუკი ვიქტორი "ჩელსიში" გადავა, გარიგებაში ლონდონელთა ესპანელი მეკარე, კეპა არისაბალაგაც ჩაერთოს. მისი ფასი 15 მილიონია და გამოდის, "არისტოკრატებს" დაახლოებით 100 მილიონის გადახდა მაინც მოუწევთ.
"ნაპოლის" ხელმძღვანელობის მიზანი
შეტევაში მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაა და არა მხოლოდ ლოსანო-პოლიტანოს იმედად ყოფნა. ამ მხვრივ მათ ერთი საინტერესო ვარიანტი აქვთ, რომლის ხელში ჩაგდებაც უფასოდ შეუძლიათ, რადგან ადამა ტრაორე თავისუფალი აგენტი ხდება. "ვულვზის" შემტევმა წინა სეზონი "ბარსელონაში" გაატარა, მაგრამ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.
აურელიო მხოლოდ ინგლისისკენ არ იხედება და გაძლიერების რესურს იტალაიშიც ეძებს. საუბარია "უდინეზეს" 21 წლის სერბ ნახევარმცველ
ლაზარ სამარჯიჩზე, რომელმაც შუა ხაზში სიახლე უნდა შეიტანოს. ასევე, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველ ტომასო ბალდანციზე, რომელიც "ემპოლიში" გამოდის და პიოტრ ზელინსკის პირდაპირი კონკურენტი გახდება. იტალიაში წერენ, რომ
დე ლაურენტისმა ძალიან სურს, "ატალანტადან" დანიელი ფორვარდი, რასმუს ჰოილუნდი შეიძინოს, რომელიც "შტურმიდან" სერია "ა"-ში მშვენივრად გადაეწყო. ოღონდ, ამ შემთხვევაში მას იჯარით ისევ ბერგამოში დატოვებენ.
ადრე გაცნობეთ, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის, ტიაგო ალმადას შეძენა რეალურია, რომელიც ახლა MLS ლიგაში გამოდის. კიმ მინ ჯეს წასვლის შემთხვევაში, "აიაქსიდან" ტიმბერის ტრანსფერზე ავტორიტეტული Gazzetta წერს, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი 42 მილიონი ევროა, რაც ნეაპოლელებს ეძვირებათ.
იმედი გვაქვს, "ნაპოლი" გაზრდილ ამბიციებს მომავალშიც შეინარჩუნებს!..
ხელ(ებ)გაშლილი კვარაცხელია - "ნაპოლიმ" საკუთარ თავს პატივი არ სცა!..
ვინ შეუწყვილდება კვარაცხელიას? - ოსიმენის წასვლაზე გადაწყვეტილად წერენ...
თუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩა - როგორ შეინარჩუნებს გუნდი ამბიციებს და ექნება თუ არა რესურსი?!
ორჯერ ზედიზედ წარმოუდგენელია თანაც დასუსტებული გუნდით ჩემპიონობა.
აქ ერთმა სწორად აღნიშნა ახლა ნაპოლის გაათკეცებული ენერგიით ეთამაშება ყველა!
მოკლედ, კვარამ სანამ დროა და თუ ჰყავს ვინმე ექსტრა კლასის გუნდი "მთხოვნელი" უნდა დაახვიოს მაქედან!! უეჭველი! თორემ ახლა ხომ ღირს 85 მილიონი და არის კონტინენტზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო, მაგას ვენაცვალე,
ჰოდა მაგის რეიტინგი ისე ჩამოდნება როგორც აპრილის თოვლი.
და ისე არ მოხდეს ისევ 10 - 15 მილიონამდე ჩამოვიდეს. და დაჟე 50 მდეც ჩამოსვლა დიდი რეგრესი იქნება. და რაც მთავარია ის ხმაური და აჟიოტაჟი მის ირგვლივ არ ჩაცხრეს.
მოკლედ, ბრატუხა, მე მითქვამს და ერთ წელიწადში მიუბრუნდით ამ ჩემს გულით ნაჯღაბნს!
ზურიკო დავითაშვილი!