ვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ სეზონზე Il Mattino-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

"სპალეტის მუშაობა თავიდანვე დადებითად შევაფასეთ. მე ლუჩანოს მეგობარი ვარ და მასზე საუბარი ადვილია. როდესაც მოისურვებს, "ბობო ტვ-ზე" ველი. ყველა მოუსმენს. "ნაპოლიმ" წარმოუდგენლად ითამაშა, ევროპაში საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად მოიგო სკუდეტო. შოუ მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, მათი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა სამწუხარო იყო. მიუხედავად ამისა, 10 ქულიდან "სუფთა" 10-ს დავუწერ. ზოგიერთ მატჩში იდეალურები იყვნენ. შესანიშნავი 10 თვე ჰქონდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ივლისში საკვანძო
ფეხბურთელებს დაემშვიდობნენ და გუნდი დაიშალა.

ვინ განმაცვიფრა ყველაზე მეტად? "კვარამ". ის 2020 წლის შემდეგ აქ საუკეთესო ფეხბურთელია. გოლებითა და საგოლე გადაცემებით ასეთ გადამწყვეტი მნიშვნელობის მოთამაშეს იტალიაში არავინ ელოდა. მასთან ერთად კიმმაც გამაოცა.

უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად კლუბში ლუჩანო სპალეტისა და კრისტიან ჯუნტოლის დარჩენაა საჭირო. სკუდეტოს მოსაპოვებლად და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აუცილებელია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების შენარჩუნება, აგრეთვე ნიჭიერი ახალგაზრდების დამატება.

პირველ რიგში ოსიმენი უნდა დარჩეს, მაგრამ თუ სხვაგან გადასვლა სურს, უნდა წავიდეს. ის ბევრს მუშაობს, გუნდზე თამაშობს, ამ სეზონში ძალიან გაუმჯობესდა.

"ნაპოლი" უკვე რამდენიმე წელია ჩემპიონობიოსთვის იბრძვის და წელს მიზანსაც მიაღწია. ახლა ყველაფერი პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე იქნება დამოკიდებული: გააგრძელებს საფეხბურთო სამყაროს განცვიფრებას თუ დანებდება. მთავარია ეს ერთჯერადი გამარჯვება არ იყოს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე ერთფეროვანი გახდება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუნდმაც მოუკლო და ხვიჩამაც, რაც აისახა შედეგებზე,რომელმა უფრო ეგაა საკითხავი, ალბათ უფრო გუნდმა.
ნაპოლი თამაშობს პირველ ნომრად, მაგრამ ვერ პოულობს სივრცეს, ასევე ხვიჩაც, მაგრამ ხვიჩას მდგომარეობა გასაგებია, 2-3 კაცი უდგას ხოლმე. ამას ვერ იყენებს ნაპოლი სხვა ზონაში და ვერ ქმნის სივრცეს. ეს ტაქტიკური პრობლემაა გუნდის პირველ რიგში, მერე ინდივიდუალური სხვა ფეზბურთელების.
არ ვარ იმედიანად მომავალ სეზონის მიმართ, 4 ეულისთვის მებრძოლი გუნდი იქნება ნაპოლი.
წელს მოულოდნელობია ეფექტმა კაი სამსახური გაუწია ნაპოლის და პლიუს ყველამ ფორმის პიკო დადო, ესეთი რაღაც ზედიზედ მოხდეს რთულია.
აი, ის კლასი, არ აქვს შემადგენლობას, ალბათ კვარა, ოსიმენი, კიმინჯე არის ის კატეგორია რომ ხარისხის დაგდებას ნაკლრბად ივარაუდებ, პირიქით მომატებას ელოდები. დი ლორენცოც მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მაქსიმუმ გრანდის როტაციაში გაექაჩა.
დალშე რავი, ცენტრი და ფლანგები საშუალოზე დაბალი დონის არის.
ცენტრში ფლანგების შესვლა, უპიტატესობის შექმნა, მერე თამაშის გაშლა, ვაბშე არ გამოსდით.

როცა ვეღირსებით ხვიჩას გრანდში, იქ ვნახავთ რამდენად სახიფათო იქნება.
როცა ეგრე 3 კაცი ვერ დაუდგება, რადგან ცენტრშიც საშიში ხალხი იქნება და მეორე ფლანგზე.
პლიუს დაცვის ფლანგებიც შემტევები იქნება.
Charley
16 მაისი 2023 23:55
3
რეალს ვინისიუსი,როდრიგო და ბენზემა ჰყავს.მხოლოდ ერთ მათგანზე დაცვის კონცენტრირება,მეტოქისათვის კატასტროფის ტოლფასია,მით უფრო,როცა გუნდს მოდრიჩის ჰყავს,ბრწყონვალე შორეული პასებით.სწორედ ეს აძლევს რეალს,გადამწყვეტ მატჩებში,გამარჯვების საშუალებას.ასევე იყო ნაპოლიც ჩემპიონატის პირველ ნაწილში,როცა ფლანგების სწრაფი ცვლა,მეტოქეს,გამოუვალ მდგომარეობაში აგდებდა.მეორე ნახევარში კი,ეს მოიშალა და ნაპოლიც მოწყვლადი გახდა.დაგროვილმა დაღლილობამ და ტრავმებმა,ქულებში შექმნილმა უდიდესმა უპირატესობამ და ამის გამო,მოტივაციის შემცირებამ,ნაპოლის საშუალება აღარ მისცა,ძველებურ დონეზე ჩაემთავრებინა სეზონი.
ნაპოლი დიდი გუნდი არ არის და დიდი ეჭვი მაქვს,ფეხბურთელების დიდი ნაწილი,გუნდის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრებიც კი,გამარჯვებით ტკბობას მიეცემიან.თბილისის დინამო,პირველად რომ გახდა ჩემპიონი,მთელი ზამთარი,გუნდი,ქალაქ ქალაქ ატარეს და მთელი საქართველო მოატარეს,შედეგად,1965 წლის სეზონში,დინამომ ვეღარაფერს მიაღწია.არადა შემადგენლობა,ბრწყინვალე ჰყავდა!80-იანების დინამოს,უკვე ჰქონდა შესაფერისი პროფესიონალიზმი,მაგრამ სკამი ჰქონდათ მოკლე,ხოლო ჯერ ყიფიანის წასვლამ და შემდეგ დარასელიას ტრაგიკულმა სიკვდილმა,გუნდს შემდგომი განვითარების საშუალება მოუსპო.შემცვლელი ახალგაზრდები,ჯერ არ იყვნენ მზად,მათ შესაცვლელად და უღელში შებმულებმა,ასეთი ტვირთის ზიდვა და თან განვითარება,ვეღარ შესძლეს.მერე კი,თანდათან ყველაფერი მოიშალა და ბოლოსაკენ,უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეც კი,გაუჩნდა დინამოს.ყველა ქართული გუნდი,დინამოზე(საქართველოს ნაკრებზე) კი აღარ მუშაობდა,არამედ საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას გამოეკიდა და ახალგაზრდების დაწინაურებაზე კი არა,დინამოდან გაშვებული ფეხბურთელების საშუალებით, მაღალი ადგილებისათვის ბრძოლაში ჩაება.ჰოდა შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.სრულიად საპირისპიროდ წარიმართა პროცესები,ქართულ კალათბურთში.იქ დინამო ფლაგმანი იყო,შევსებას კი,თბილისის ბურევესტნიკიდან იღებდა,სადაც დინამოსთვის ოსტატდებოდნენ,ახალგაზრდა კალათბურთელები.დინამომ ბურევესტნიკის მთელი ბირთვი,თავისთან წაიყვანა.შედეგად კი,ბურევესტნიკს ხერხემალი გადაემტვრა და ფეხზე წამოდგომა ვეღარ შესძლო.დინამომაც დაკარგა მათგან შევსების მიღების საშუალება და ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა,რომ იძულებული იყო, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად,სხვა რესპუბლიკებიდან მოეყვანა კალათბურთელები.გეხსომებათ ალბათ აქამდე შემორჩენილი ფრთიანი გამოთქმა,ქართველი კალათბურთელების ხუთეული,მილოვიდოვი,ბოროდაჩევი,ოპოშნიანი,კაპუსტინი...მეხუთე, ქართველი იყო,ვინ,უბრალოდ აღარ მახსოვს.
პ.ს.რაზე ვლაპარაკობდი და სად წამიღო, თხრობამ!მწერლებისა აღარ მიკვირს,წერას რომ დავიწყებ,ბოლოს სად მიმიყვანს,თვითონაც არ ვიციო,მაგრამ გადავიკითხე და რაც დავწერე,არც ეს მომეჩვენა უინტერესოდ.ამიტომ აღარ წავშალე და მთლიანს გთავაზობთ.
სოსო
17 მაისი 2023 12:48
1
გეთანხმები მეგობარო! მხოლოდ ანგისსა გამოგრჩა. ამ უფანტაზიო ნახევარდაცვიდან მხოლოდ მას აქვს სწრაფი განვითარების შესაძლებლობა! თუ ნაპოლიმ სპალეტი და ჯენტილო შეინარჩუნა, მომავალ სეზონში ახალ შუახაზს ვიხილავთ, მაგრამ ანგისსა დარჩება, პერსპექტიულია!
Mazzola
17 მაისი 2023 11:04
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული