მამარდაშვილის შეძენის სურვილი "პორტუმ" გამოთქვა

AutoSharing Option
Bola na Red-ის ჟურნალისტი ლუის პინტო კოელიო იტყობინება, რომ "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სამსახურით "პორტუ" დაინტერესდა.

წერილში აღნიშნულია, რომ "ვალენსია" თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ დროებას განიცდის, მამარდაშვილი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა გიორგის ხელში ჩაგდება ადვილი არ იქნება, რამეთუ მისი შეძენის სურვილი "ლესტერს" აქვს, რომელიც შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდეს.

კიდევ ერთი პრობლემა მამარდაშვილის ტრანსფერში მოთხოვნილი 20 მილიონი ევროა, თუმცა არაა გამორიცხული თანხა "ვალენსიას" სეგუნდაში დაქვეითების შემთხვევაში შემცირდეს.

Transfermarkt-ის მიხედვით მამარდაშვილის ფასი 25 მილიონია.

"პორტუ" ქვეყნის ჩემპიონატზე მეორე
ადგილზეა, შეიძლება გუნდი მეკარე დიოგო კოშტამ დატოვოს და მის შემცვლელს ეძებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მამარდას ადგილი არის გრანდში. დღევანდელი მოცემულობით მეკარის საკითხი პრობლემურია ორი ასეთი გუნდისთვის- ბაიერნი და ტოტენჰემი.
ალექს
18 მაისი 2023 11:17
1
ასაკი მგონი გახსოვთ ხომ, ერთი-ორი წელიც და დამთავრდა ლორისი/ნოიერი. მამარდა ახლა იწყებს, ღირებულებით კი უკვე მსოფლიოს 15 საუკეთესო მეკარეს შორისაა და რატომ არ უნდა დაინტერესდნენ მისით?!
ალექს
18 მაისი 2023 15:34
0
Grandi da totenhemi sxvadasxva ganzomilebaaa ;)
L.J .
18 მაისი 2023 14:55
0
ყველა გამოხმაურება
რა პორტუ :დ კარგით რა.. მამარდ არ შეცდე.. მაგას ვალენსიაში დარჩე სჯობს.. იმედია დარჩებით ლიგაში
ilar10N YouTube
18 მაისი 2023 01:08
2
რა პორტუ? არ უნდა გადავიდეს ამ დონის გუნდში
არტ
18 მაისი 2023 01:05
3
პორტუ არა ჟილ ვისენტე კიდე.D
ეეე
17 მაისი 2023 20:09
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული