ხვიჩა კვარაცხელიამ "ინტერთან" შესაძლოა, ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
Arenanpoli-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, "ინტერთან" დაპირისპირება გამოტოვოს.

ქართველმა შემტევმა გუშინ ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, დღეს კი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო და მხოლოდ სპორტდარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლა.

ხვიჩას იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელებას მოახერხებს და "ნერიაძურისთან" ითამაშებს, თუმცა ყველაფერი უშუალოდ მატჩამდე გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ინტერის" შეხვედრა 21 მაისს 20:00 საათზე დაიწყება. მილანელებთან "პარტენოპეის" კიდე ერთი ვარსკვლავის, ვიქტორ ოსიმენის თამაშია საეჭვო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ საქმე ასეა არც ღირს გარისკვად და ნუ ათამაშებენ. გავიდა წელს ნაპოლი დამკაში. აი რაც შეეხება მომავალს ეს ბუნდოვანი ჩანს აგერ სპალეტი სასტიკ უარზეა მოწვა დელაურენტისის "მერჩენთური" სვლები და კონტრაქტს აღარ ახანგრძილვებს. ხვიჩას სჭირდება მეტი გამოწვევები, მეტად ამბიციური გუნდი. იქნება ნაპოლი მსგავსი გუნდი? ვეღარ, თავი მთელ საფეხბურთო სამყაროს უკვე გააცნო, დროა უფრო ძლიერ გუნდში იყოს რათა უფრო მეტი გამოცდილება მიიღოს და უფრო ძლიერი გახდეს.
ნაპოლი ჭაობი თუ გახადეს ხვიჩასაც ჩაითრევს.
აბსოლუტურად არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია რა ხდება გუნდში, რა გეგმას ისახავს უფროსობა. გააჩნია რისი მიღწევაა დაგეგმილი და რა ბიუჯეტი აქვთ მიზნის მისაღწევად.
დელაურენტისი რომ 100 მილიონ $-ებს არ გაიქნევს ტრანსფერებში ეს ფაქტია, პირიქით ლიდერები შეიძლება ვაბშემ მიაყიდოს. მომავალი სეზონი გარდამტეხი იქნება კვარას კარიერაში.
წარმატებები ხვიჩას.
Charley
20:16 19-05-2023
2
მოწინააღმდეგის დაბნევის საინფორმაციო ოპერაციას უფრო ჰგავს :)
საბა
19:37 19-05-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული