რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 36-ე ტურში "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 83 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.8 ქულა დაუწერა, ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ინტერი" კაცნაკლული დარჩა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის

შემდეგ მეტოქეს ვერ ამარცხებს

altსპალეტიმ "ინტერთან" მატჩის სასტარტო თერთმეტეული დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარაცხელიას ცუდ ფორმაზე საუბრობენ და თამაშს თუ უყურეთ, გუშინაც საუკეთესო იყო ორივე გუნდში. ფეხბურთი მარტო გოლი და საგოლე პასი არაა. ხვიჩამ კი არ მოუკლო, რეალურად მოუმატა კიდეც. ბურთს ნაკლებად კარგავს და ბევრად დაღვინებულია.
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩასაფრებულია და სტატისტიკით "აპელირებს". სინამდვილეში, ხვიჩა ახალ დონეზეა ასული და ნაპოლი უკვე პატარა გუნდი გახდა მისთვის.
Burton
15:42 22-05-2023
3
რატომ ნერვიულობთ ვერ გამიგია.ნაპოლიმ მოიგო,ხვიჩამ კარგად ითამაშა.მაგრამ ზოგიერთს საქართველოს დღევანდელი რეალობიდან ისე აქვს სისხლში გამჯდარი ავტორიტარიზმი რომ უნდა მთელი გუნდი ერთ კაცზე თამაშობდეს.
ვა რა დონეა
12:48 22-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული