რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 36-ე ტურში "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 83 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.8 ქულა დაუწერა, ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ინტერი" კაცნაკლული დარჩა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის

შემდეგ მეტოქეს ვერ ამარცხებს

altსპალეტიმ "ინტერთან" მატჩის სასტარტო თერთმეტეული დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარა აუტის ხაზზეა გამოკეტილი, ჩემის აზრით იმ ტაქტიკით როგორითაც სპალეტი ათამაშებს გუნდს, კვარა ცენტრში უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა. ანუ უფრო დიდი სივრცეები ექნებოდა...(საერთოდ მაგ მწვრთნელმა თუ იცის ტაქტიკა რა არის, ეგ კიდე ცალკე საკამათოა)
ლაშა
23:30 21-05-2023
9
ნაპოლის სრულიად სამართლიანი გოლი გაუუქმა მსაჯმა და ხვიჩას საგოლე პასი წაართვა,მის წინააღმდეგ მისაცემი ყვითელი და შესაბამისად გასაწითლებელი ბარათიც არ მისცა მეტოქეს და ამით,დაახლოებით 15 წუთი,თანაბარი შემადგენლობებით თამაში აჩუქა მსაჯმა ინტერს,შემდეგ კი,გასაძევებელმა,მაინც აიკიდა მეორე ყვითელი.დი ლორენცო მართლაც ნამდვილი კაპიტანი და გუნდის ბელადია,კიმის წასვლის შემთხვევაში კი,რა ელის ნაპოლის დაცვას,მისი შეცვლის შემდეგ,ნაპოლის დაცვის თამაშმაც აჩვენა.ჟესუსი კრიტკას ვერ უძლებს,ოლივეირაც ნულია შეტევაში.ბურთიანად მივიდოდა ხვიჩასთან,ხუთი მეტრიდან მიუგორებდა,უკან გამოსატან პასს,მესამე მცველიც მიჰყავდა მასთან და წინ კი არ გადადიოდა,თუნდაც ხვიჩასთვის ზონის გასათავისუფლებლად,არამედ მთლიანად ეთიშებოდა ეპიზოდს და ხვიჩას მაყურებელივით უყურებდა.მარიო რუი,ასეთ დროს,ან ხვიჩასთან გაითამაშებდა ხოლმე ბურთს და თვითონ გადადიოდა,ხვიჩას პოზიციაზე,რითაც ხვიჩას სივრცეს უთავისუფლებდა,ან კიდევ მეორე ფლანგზე გადაჰქონდა ბურთი,და შეტევის მიმართუებას სცვლიდა.ჩემპიონარტის პირველ ნახევარში,თორემ მეორე ნახევარში,მანაც მაგრად მოუკლო,თუმცა ოლივერაზე გაცილებით უკეთესი მაინც არის,შემტევ ფაზაში.მთლიანობაში,ნაპოლი დღესაც კომბინაციებით,ან დრიბლინგით გარღვევებზე კი არ აკეთებდა აქცენტს,არამედ დაწოლის გაზრდით ცდილობდა ინტერი გატეხვას.შორიდან არავინ ურტყამს და პირველივე ცდა,დი ლორენცომ,ულამაზესი გოლით დაამთავრა.ანგისამ სამჯერ მიიღო სახიფათო პოზიციაზე და კარისაკენ დაარტყა,მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი გამოდგა ზუსტი და კარგი გოლიც გაიტანა.მეორე მხრივ,რამდენჯერმე საკმაოდ ცუდად მიიღო ბურთი და ორჯერ,ძალიან სახიფათო კონტრშეტევა,ინტერმა,სწორედ მისი არაზუსტი და რეალურად,მეტოქისათვის სახიფათო შეტევის დამწყები პირველი პასით დაიწყო.პირველი გოლი,სწორედ ხვიჩას მიერ გაკეთებულმა გარღვევამ,სახიფათო დარტყმამ და ამის მერე,ჩატარებულმა მინი შტურმმა მოიტანა.მეორე გოლიც,სრულიად სამართლიანად გაიტანა ნაპოლიმ,მაგრამ მსაჯმა ჯარიმა უსამართლოდ დააფიქსირა და ხვიჩას საგოლე პასის დამატების შესაძლებლობა წაართვა.ოსიმენი,ავადმყოფობის გამო,ვერ იყო ჩვეულად სახიფათო,მაგრამ გოლის გატანა ძალიან უნდოდა და ხვიჩაც ძალიან დამუხტული იყო.ამ გამარჯვებით,ნაპოლიმ სერია ა-ს ყველა გუნდი,ერთხელ მაინც დაამარცხა,ამ სეზონში!
სოსო
23:09 21-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული