რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს 36-ე ტურში "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 83 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

უცხოურმა პორტალმა Sofascore-მა "კვარას" თამაში 7.3 ქულით შეაფასა, მეორე გამოცემა Whoscored-მა კი ხვიჩას 7.8 ქულა დაუწერა, ორივე პორტალის მიხედვით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გახდა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 41 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ინტერი" კაცნაკლული დარჩა - "ნაპოლი" პირველი ტაიმის

შემდეგ მეტოქეს ვერ ამარცხებს

altსპალეტიმ "ინტერთან" მატჩის სასტარტო თერთმეტეული დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 16 /
კვარაცხელიას ცუდ ფორმაზე საუბრობენ და თამაშს თუ უყურეთ, გუშინაც საუკეთესო იყო ორივე გუნდში. ფეხბურთი მარტო გოლი და საგოლე პასი არაა. ხვიჩამ კი არ მოუკლო, რეალურად მოუმატა კიდეც. ბურთს ნაკლებად კარგავს და ბევრად დაღვინებულია.
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი ჩასაფრებულია და სტატისტიკით "აპელირებს". სინამდვილეში, ხვიჩა ახალ დონეზეა ასული და ნაპოლი უკვე პატარა გუნდი გახდა მისთვის.
Burton
22 მაისი 2023 15:42
3
რატომ ნერვიულობთ ვერ გამიგია.ნაპოლიმ მოიგო,ხვიჩამ კარგად ითამაშა.მაგრამ ზოგიერთს საქართველოს დღევანდელი რეალობიდან ისე აქვს სისხლში გამჯდარი ავტორიტარიზმი რომ უნდა მთელი გუნდი ერთ კაცზე თამაშობდეს.
ვა რა დონეა
22 მაისი 2023 12:48
1
არ ვიცი ვინ რა ფორმაშია, მაგრამ კვარა რომ არა კიდევ 33 წელი ვერ მოიგებდა ნაპოლი სკუდეტოს. ყველა აღიარებს ვინც კი დიდი ფეხბურთი ითამაშა, ჩვენ რატომ ვაკრიტიკებთ? ჩვენი შვილია, ვინმე თავის შვილს აკრიტიკებს?
დავითი
22 მაისი 2023 11:52
2
შენ არცერთი არ გყავს შე უბედურო?
დატი-ს
22 მაისი 2023 00:02
3
კვარა აუტის ხაზზეა გამოკეტილი, ჩემის აზრით იმ ტაქტიკით როგორითაც სპალეტი ათამაშებს გუნდს, კვარა ცენტრში უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა. ანუ უფრო დიდი სივრცეები ექნებოდა...(საერთოდ მაგ მწვრთნელმა თუ იცის ტაქტიკა რა არის, ეგ კიდე ცალკე საკამათოა)
ლაშა
21 მაისი 2023 23:30
9
ფანტომაზას აზრით კუთხურის ალამთან როა ხვიჩა ამით დაცვა იწელება და ოსის სივრცეები ეხსნება.. ასეც არის მაგრამ ეს ხვიჩას ხარჯზე ხდება ხვიჩას უხდება მერე დიდი შრომა რომ რამე შექმნას.. თან მოძრაობაში პასს არასდროს აძლევენ... გუშინ ზელესნკი სანამ არ წაიჩეხა იქამდე პასი ვერ გაიმეტა.. ეგ რო ხვიჩას ექნა ჯვარს აცვამდნენ... იმათ ეპატიებათ და არც გაამახვილეს ყურადღება.. პრემიერლიგაში ასე ამდენი მცველი არ დაუდგება ხვიჩას თუ ფიზიკურად გაძლო მისთვის პრემიერლიგა ზედგამოჭრილია...მანჩე სიტი არსენალი ლივერპული ზედ გამოჭრილია ხვიჩასთვის
Roni
22 მაისი 2023 10:28
2
ნეტა რისთვის ათამაშებს ხვიჩას დინამო ბთ ს დონეა ბოლო თამაშებში... ნეტა რა დაემართა ამ ბიჭს...ცოლის ბრალია თუ ორასიათასიანი მანქანის .. ვინმემ იცით
დატი
21 მაისი 2023 23:25
91
ეჰ, შური და ბოღმა ისევ შენ დაგაზიანებს. სუფთა ჰაერზე გაისეირნე და საკუთარი ცხოვრება გამოასწორე, ყმაწვილო.
გიორგი
22 მაისი 2023 11:52
1
შენ რომ დაბალი IQ გაქვს ვისი ბრალია???
დატის
21 მაისი 2023 23:48
8
6.7 ოსიმენს
ლევანი
21 მაისი 2023 23:10
1
მადლობა! ესე იგი გავასწარით!
alexandre
22 მაისი 2023 10:10
1
ნაპოლის სრულიად სამართლიანი გოლი გაუუქმა მსაჯმა და ხვიჩას საგოლე პასი წაართვა,მის წინააღმდეგ მისაცემი ყვითელი და შესაბამისად გასაწითლებელი ბარათიც არ მისცა მეტოქეს და ამით,დაახლოებით 15 წუთი,თანაბარი შემადგენლობებით თამაში აჩუქა მსაჯმა ინტერს,შემდეგ კი,გასაძევებელმა,მაინც აიკიდა მეორე ყვითელი.დი ლორენცო მართლაც ნამდვილი კაპიტანი და გუნდის ბელადია,კიმის წასვლის შემთხვევაში კი,რა ელის ნაპოლის დაცვას,მისი შეცვლის შემდეგ,ნაპოლის დაცვის თამაშმაც აჩვენა.ჟესუსი კრიტკას ვერ უძლებს,ოლივეირაც ნულია შეტევაში.ბურთიანად მივიდოდა ხვიჩასთან,ხუთი მეტრიდან მიუგორებდა,უკან გამოსატან პასს,მესამე მცველიც მიჰყავდა მასთან და წინ კი არ გადადიოდა,თუნდაც ხვიჩასთვის ზონის გასათავისუფლებლად,არამედ მთლიანად ეთიშებოდა ეპიზოდს და ხვიჩას მაყურებელივით უყურებდა.მარიო რუი,ასეთ დროს,ან ხვიჩასთან გაითამაშებდა ხოლმე ბურთს და თვითონ გადადიოდა,ხვიჩას პოზიციაზე,რითაც ხვიჩას სივრცეს უთავისუფლებდა,ან კიდევ მეორე ფლანგზე გადაჰქონდა ბურთი,და შეტევის მიმართუებას სცვლიდა.ჩემპიონარტის პირველ ნახევარში,თორემ მეორე ნახევარში,მანაც მაგრად მოუკლო,თუმცა ოლივერაზე გაცილებით უკეთესი მაინც არის,შემტევ ფაზაში.მთლიანობაში,ნაპოლი დღესაც კომბინაციებით,ან დრიბლინგით გარღვევებზე კი არ აკეთებდა აქცენტს,არამედ დაწოლის გაზრდით ცდილობდა ინტერი გატეხვას.შორიდან არავინ ურტყამს და პირველივე ცდა,დი ლორენცომ,ულამაზესი გოლით დაამთავრა.ანგისამ სამჯერ მიიღო სახიფათო პოზიციაზე და კარისაკენ დაარტყა,მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი გამოდგა ზუსტი და კარგი გოლიც გაიტანა.მეორე მხრივ,რამდენჯერმე საკმაოდ ცუდად მიიღო ბურთი და ორჯერ,ძალიან სახიფათო კონტრშეტევა,ინტერმა,სწორედ მისი არაზუსტი და რეალურად,მეტოქისათვის სახიფათო შეტევის დამწყები პირველი პასით დაიწყო.პირველი გოლი,სწორედ ხვიჩას მიერ გაკეთებულმა გარღვევამ,სახიფათო დარტყმამ და ამის მერე,ჩატარებულმა მინი შტურმმა მოიტანა.მეორე გოლიც,სრულიად სამართლიანად გაიტანა ნაპოლიმ,მაგრამ მსაჯმა ჯარიმა უსამართლოდ დააფიქსირა და ხვიჩას საგოლე პასის დამატების შესაძლებლობა წაართვა.ოსიმენი,ავადმყოფობის გამო,ვერ იყო ჩვეულად სახიფათო,მაგრამ გოლის გატანა ძალიან უნდოდა და ხვიჩაც ძალიან დამუხტული იყო.ამ გამარჯვებით,ნაპოლიმ სერია ა-ს ყველა გუნდი,ერთხელ მაინც დაამარცხა,ამ სეზონში!
სოსო
21 მაისი 2023 23:09
2
მართალი ბრძანდებით, უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჯესუსის თამაში, მგონი უნდა აიბარგის და ახალგაზრდა ნორვეგიელი დააყენონ შემადგენლობაში
suxumchanin
22 მაისი 2023 00:43
2
თქვენ გაიხარეთ!!! მგონი მხოლოდ მე და თქვენ ვუყურეთ დღეს ნაპოლი-ინტერის თამაშს!!! დანარჩენებმა(ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა) უბრალოდ წაიკითხეს სტატია და წავიდა ხვიჩას ლანძღვა!!! უბადრუკები ხართ!!! გენაცვალე კვარააა!!!
სოსოს
21 მაისი 2023 23:22
4
როგორ გაიხსნა სპალეტის ხელში დი ლორენცო! მაგარ ფორმაშია და დაფრინავს!
რობი
21 მაისი 2023 22:22
3
ოსიმენმა წინა ტურში გაასწროო, წერდით. ამიტომ ძალუან საინტერესოა დღეს მისი შეფასება.
alexandre
21 მაისი 2023 22:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული