"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
Rai-ს ჟურნალისტ ჩირო ვერენატოს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის "ატალანტას" ამჟამინდელი დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი იქნება.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს "პარტენოპეი" 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან მაგარიმწვრთნელია გასპერინი, საოცრად შემტევ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა ლუჩანოს მალდობა მანაც საოცარი გუნდი შექმნა, სამწუხაროდ მხოლდო 1 წლიანი.
dato
17:44 22-05-2023
2
კარგია!
მწვრთნელი
16:31 22-05-2023
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული