საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მამარდაშვილისა და ვინისიუსის ეპიზოდს ეხმაურება, რომელიც "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" (1:0) დაპირისპირებისას მოხდა და ამას გაგრძელება მოჰყვა:
"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში. ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის, რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. "ვინი", შენ გვერდით ვართ ყველა და ყველა
ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს."
"ასეთი რაღაცის მოთმენა შეუძლებელია" - კურტუამ ვინისიუსს მხარდაჭერა გამოუცხადა
სკანდალი ლა ლიგაში - რამ გამოიწვია ვინისიუსის გაღიზიანება "ვალენსიასთან", ანჩელოტიმ თქვა, რომ ბრაზილიელი სთხოვდა, შეეცვალა
ბრწყინვალე მამარდაშვილმა იფრინა, იჩხუბა და "ვალენსიას" "რეალთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა! [VIDEO]
არა რასიზმს მთავარი სათქმელია ფეხბურთში და რასიზმში დადანაშაულება კიდე უდიდესი შეურაცხყოფაა.
მამარდაშვილს რასისტული არაფერი უქნია და რატომ უნდა შეუქმნან ეგ იმიჯი?
ხვიჩა სწორად მოიქცა მამარდაშვილი რომ დაიცვა. 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ნახევარზე მეტმა მაინც ხომ გაიგო აქედან რომ მამარდა რასისტი არარის?
აბა ჩუმად უნდა მჯდარიყო და ფეხებზე დაეკიდებინა, როგორ ლანძღავენ მამარდას ტყუილად?
ტრიბუნებიდან ვიღაც ბნელებმა მანქი მანქი იძახეს სამარცხვინოდ, მამარდაშვილი რა შუაშია..
დედის გინება ბ.... შვილო ბ...ო რო ეძახის ყველას ეს ნორმალურია ?