"კვარაცხელია უკვე ინგლისურ კლუბში გაასხვისეს" - ირწმუნება ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, - ამ ინფორმაციას AreaNapoli და mondonapoli ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებენ:

"სპორტულმა მენეჯერმა, "ლეჩეს", "მონცას", "ჯენოას" და "პერუჯას" ყოფილმა მეკარემ, სიმონე ბრაგლიამ, TMW Radio-სთან განაცხადა: "ნაპოლი"? როდესაც მეწარმემ ჩემპიონობის მოპოვებით მაქსიმალურ მოგებას მიაღწია, საბოლოო ჯამში კლუბს ყიდის. ჩემი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი სეზონის ბოლოს შეიძლება ზოგიერთ მოთამაშეს დაემშვიდობოს. მე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე გაასხვისეს ინგლისში".

AreaNapoli მკითხველს ჰპირდება, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ქართველი, რომლის შეძენის სურვილი პრემიერლიგის კლუბებს
აქვთ, ხელშეუხებელია და მის დასათმობად წარმოუდგენელი შეთავაზებაა საჭირო, ხოლო დე ლაურენტისი "ნაპოლის" მფლობელად დარჩება და მომავალში კლუბს შვილებს გადასცემს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მეცინება როცა ჭკუისკოლოფები გუნდების ტაქტიკაზე წერენ.ეტყობა ბავშვობაში ნაცარქექია არ წაუკითხიათ მათთვის.
ვა რა დონეა
24 მაისი 2023 13:54
1
მე კიდევ მართალი მგონია ეს იმფო,როგორც ჩანს კვარას მომავალი კლუბი უკვე ცნობილია და ტრასფერიც დახურული, სხვა შემთხვევაში ის ასე ინერტულად და ინტერესის გარეშე არ ითამაშებდა ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში,განსაკუთრებით კი ნაპოლის გაჩემპიონების შემდეგ, ფაქტია ბიჭი ერიდება ზედმეტ რისკებს და ახალ კლუბში თამაშისთვის ფსიქოლოგიურად ემზადება......ნაპოლში დასამტკიცებელი მას უკვე არაფერი აქვს,ის უკვე გადაშლილი ფურცელია მის კარიერაში..
leqso
24 მაისი 2023 10:32
14
მე კიდევ მართალი მგონია რომ კვარას მომავალი კლუბი გარკვეულია და ტრასფერი დახურული,წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია ის ასე ინერტულად და ინტერესის გარეშე თამაშობდეს ამ ბოლო ორ თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ნაპოლის გაჩემპიონების შემდეგ-ბიჭი ზედმეტი რისკის გარეშე ირჯება და მომავალი გამოწვევისთვის ემზადება...ნაპოლში მან თავისი დაამტკიცა და გააკეთა..
leqso
24 მაისი 2023 09:47
10
წამოვიდეს, რაც მალე წამოვა, დროზე მოცილდება მაგ მაფიოზებს. ღირსეულ ხელფასს არ აძლევენ და ეგეც კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, სხვა ფეხბურთელებსაც შეუმცირა ხელფასი, რა შეეტყო ამ გუნდს რომ ჩემპიონი გახდა? ამიტომ არაჯანსაღი სიტუაცია იქმნება გუნდში, პასებს აღარ აძლევდნენ, რომ აღარ გამოჩნდეს ხვიჩას თამაში, არავის უნდა მუქთად ოფლის ღვრა, ნომერიც კი არ აღირსეს ნორმალური, მანქანა მოპარეს...არ მოხმარდეს მაფიოზებს ამ ბავშვის ოფლით ნაშოვნი მილიონები!!!
გელა
24 მაისი 2023 09:30
9
ეგ ვერ გავიგე სპალეტი რატო მიდის ჩემპიონი გუნდიდან, ხვიჩა არსად არ წავა ჯერ..
ოცნების ქალაქიდან
24 მაისი 2023 09:07
6
მაგ სოფლის გუნდში თუ დარჩა ჩათვალე 1 წელი უაზროთ დაკარგულია
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
24 მაისი 2023 08:19
5
ფაქტი ისაა, რომ ამ არაფრით გამორჩეული (ვარსკვლავებით დაუხუნძლავი) გუნდით - სპალეტიმ შეძლო ჰანდიკაპით ჩემპიონობა, აჯობა ინტერსაც და იუვენტუსაც (დაკარგული ქულების გაუთვალისწინებლადაც), რეალურად ესენი იყვნენ მთავარი კონკურენტები. სხვა მხრივ არასტაბილური ლაციოს და მილანისგან განსხვავებით - ის არ კარგავდა ქულებს უფრო სუსტ გუნდებთან, რესურსს სწორად იყენებდა, რისკს ნაკლებად ეწეოდა (რაც არც თუ ბევრი გაშვებული გოლი ადასტურებს). ჩემპიონთა ლიგაზეც არ "გაუმართლა", თორე შესაძლოა ფინალში სიტის ის დაპირისპირებოდა.. არაა ნაპოლი ისეთი შემადგენლობის, რომ ერთი ამოსუნქვით ყველას ძლევდეს, ცხადია ტაქტიკამ იმუშავა
კვარადონა
24 მაისი 2023 06:07
1
kargi ambavia, amovida yelshi sul napolze statiebi, axla sxva klubs gavicnobt zirfesvianad.
dgds
24 მაისი 2023 01:51
6
ნაპოლიში ისე უყვართ კვარა, ასეთ შემთხვევაში ლაურენტისს ობსტრუქციას მოუწყობენ!
ლაშა
24 მაისი 2023 00:15
5
ეს კი,მაგრამ ფედელე ბაბუამ რა თქვა?ენრიკო ფედელემ ? :-) :-)
ამდენი ხანი რატომაა ჩუმად,იმედია კარგად არის.
მოცლილი
23 მაისი 2023 23:28
4
ვერ არის კარგად, ხვიჩას წასვლის ამბავი რომ გაიგო ნერვიულობს.
გია პაპა
24 მაისი 2023 08:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული