"კვარაცხელია უკვე ინგლისურ კლუბში გაასხვისეს" - ირწმუნება ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, - ამ ინფორმაციას AreaNapoli და mondonapoli ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებენ:

"სპორტულმა მენეჯერმა, "ლეჩეს", "მონცას", "ჯენოას" და "პერუჯას" ყოფილმა მეკარემ, სიმონე ბრაგლიამ, TMW Radio-სთან განაცხადა: "ნაპოლი"? როდესაც მეწარმემ ჩემპიონობის მოპოვებით მაქსიმალურ მოგებას მიაღწია, საბოლოო ჯამში კლუბს ყიდის. ჩემი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი სეზონის ბოლოს შეიძლება ზოგიერთ მოთამაშეს დაემშვიდობოს. მე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე გაასხვისეს ინგლისში".

AreaNapoli მკითხველს ჰპირდება, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ქართველი, რომლის შეძენის სურვილი პრემიერლიგის კლუბებს
აქვთ, ხელშეუხებელია და მის დასათმობად წარმოუდგენელი შეთავაზებაა საჭირო, ხოლო დე ლაურენტისი "ნაპოლის" მფლობელად დარჩება და მომავალში კლუბს შვილებს გადასცემს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
99.9 პროცენტი ნაპოლის ახალი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი იქნება. ის დაფიქრების გარეშე დათანხმდა ამ გამოწვევასო, კალჩო ნაპოლში საიტზე დაიწერა ვინცაა გუნდთან დაახლოვებული ჟურნალისტი ჩირო ვენერატო მისი ინფორმაციები კი უტყუართა კატეგორიიდანაა. და მან დაწერა არჩეულია უკვე ტრენერიო დანარჩენი ჭორებია სანამ არ გაოფიციალურდება გასპერინი მანამდე ბევრზე კიდევ დაიწერება. გასპერინის ტაქტიკა კი 3-4-3 ხან კი 3-5-2-ა. ის რთული ხასიათის მქონე მწვრთნელთა კატეგორიაში გადის მაგრამ მის შემტევებს საკმაოდ ბევრიც გააქვთ და სპალეტისგან განსხვავებით მას ახირება არ აქვს ვინგერები მიწებებული ყავდეს აუტის ხაზზე რომ მეტოქე მცველები მაქსიმალურად გაწელონ რათა ფორვარდს და პლეიმეიკერს ვითომ ამით მეტი სივრცეები ექმნება. ამიტომ ხვიჩას გასპერინის დროს ხელფეხი გახსნილი ექნება შეტევის მთელ პერიმეტრზე. ამიტომ კვარასთვის იდეალურიც კი არის ეს მოახლოვებული სამწვრთნელო ცვლილება.
Charley
23:21 23-05-2023
2
ეს კი,მაგრამ ფედელე ბაბუამ რა თქვა?ენრიკო ფედელემ ? :-) :-)
ამდენი ხანი რატომაა ჩუმად,იმედია კარგად არის.
მოცლილი
23:28 23-05-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული