
გიორგი მამარდაშვილმა "რეალთან" თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ორივე გუნდში გამორჩეული იყო და აღიარებაც მოიპოვა.
ლა ლიგამ მამარდაშვილის მოგერიება (როდესაც ვალვერდეს არ გაატანინა) საუკეთესოდ მიიჩნია და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ზედიზედ მეორედ, ამ სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრაში 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.