"ვალენსიას" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსს "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მიმართა:
"ყველა ადამიანი არის თანასწორი. ეს ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მთავარი და პირველი წესია, რომელიც მე არასდროს დამირღვევია. ვინისიუს, პატივისცემა ჩემგან და შენს გვერდით ვარ, იმ მომენტში კი მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას და მხარდაჭერას ვცდილობდი, სხვა რაიმე განზრახვა არ მქონია. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და ამას ყველა და ერთად უნდა ვებრძოლოთ".
შეგახსენებთ, მატჩისას ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც ქართველიც მონაწილეობდა, ბრაზილიელი კი გააძევეს.
პოლიციამ "ვალენსიას" სამი
გულშემატკივარი დააკავა, რომლებიც ვინისიუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მატჩებზე დასწრებას სამუდამოდ აუკრძალავენ.