"მოკეტე!" - ცნობილი ბრიტანელი რეპერი კვარაცხელიას პოსტმა გააბრაზა და ქართველს მიმართა

AutoSharing Option
ცნობილი ბრიტანელი რეპერი სანტან დეივი ხვიჩა კვარაცხელიას პოსტმა გააბრაზა.

როგორც იცით, ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და ვინისიუსთან ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში. ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის, რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. "ვინი", შენ გვერდით ვართ ყველა და ყველა ერთად უნდა
ვებრძოლოთ რასიზმს", - დაწერა კვარაცხელიამ.

პოსტის კომენტარებში კი დეივმა უპასუხა - "მოკეტე!".

დევიდი ორობოსა ომერიჯი, იგივე დეივი, 24 წლის ბრიტანელი რეპერია, რომლის სიმღერებს Youtub-ზე 50 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოციალურ ქსელში მისი გვერდი 3 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გამოწერილი.
მკითხველის კომენტარები / 100 /
ყველაფერი მასშტაბების ბრალია. რატო არავინ შეიცოდა შავკანიანი იუნუს მუსა, როდესაც ვინისიუმა წაქციეულზე და ტრავმირებულზე ფეხი დაარტყა. ფედერაციასაც ხალხის რეაქციიის და რეალის გავლენების შეეშინდა, თორემ იმ მომენტში დაზარალებული მუსა იყო და ვინისიუსი საცემი. ვის რაში აინტერესებს მაგის კანის ფერი. თავისი არაადეკვატურობა უნდა მთელ ვალენსიას გადააბრალოს, კლუბიც ხელს უწყობს და ფედერაციაც. ამ შტერს კიდე მართლა რომ გონია, კანის ფერისთვის მიუვარდა მამარდა ცოტა ტვინში აქვს პრობლემები. მასეთი საქციელის გამო ინგლისში რამდენიმე თამაშს გამოგატოვებინებდნენ. რეალურად კლუბი არაფერ შუაშია. რა ქნან, გულშემატკივრებს აღმზრდელობითი კურსები დაუნიშნონ სტადიონზე მისვლამდე თუ რატოა დამნაშავე კლუბი. ის სამი გულშემატკივარი უნდა დაისაჯოს და დანარჩენი რაც მოხდა შერჩევითი სამართალია
Haaland
25 მაისი 2023 13:03
4
ნებისმიერი დაპირისპირება და უთანხმოება გადაყავთ რასისტულ სიბრტყეში, რადგან ასე უფრო იოლია მანიპულაცია და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება! ბიძია თომას მჩაგვრელების დანაშაულების გამო თავის მართლების რეჟიმში გაგდებენ და გაბულინგებენ!
დო მაჟორი
25 მაისი 2023 13:45
2
ეს ქინძი რა უკეთესია ვინისიუსზე?ისეთივე დამპალი თესლისგან არის აღმოენებული,როგორც ის.მაგათზე მეტი რასისტი ვინ არის?გიო და კვარა კაცები არიან,ეგენი ქინძის კაკლები.
ნუკრი
25 მაისი 2023 17:07
6
ვალენსიას მწვრთნელს ეკითხებიან,რას იტყვით მამარდაშვილის ბულინგზეო?ბევრს ვერაფერსო,დაიმალნენ ვალენსიას ფეხბურთელები,მწვრთნელები,გულშემატკივრები და კვარამ დაიცვა იტალიიდან და ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან,ღირს ახლა ასეთ გუნდში დარჩენა და ესეთი თანაგუნდელების დაცვა?!
!!
25 მაისი 2023 14:43
2
ეეჰ ბავშვია ჯერ და არ ესმის... თავი არ გაიფუჭო პატარა რეპერო არ გირჩევ წაგებული საქმეა ხვიჩაზე თავდასხმა
ქართველი
25 მაისი 2023 12:24
1
თეთრკანიანის გათელვა არ არის რასიზმი ?
ზაქრო
25 მაისი 2023 18:56
3
არაა,რატომღაც ეს ჩვეულებრივად ითვლება !!! (ირონია)
დათო
25 მაისი 2023 20:27
1
მადლობის მაგივრად?ასე იცის ამათთან ბევრმა ლოლიავმა, აქეთ რასისტები გახდნენ
ალეკსანდრე
25 მაისი 2023 11:32
2
მამარდა ვის გამოც მივარდა ვინიციუსს,იმ ტიპსაც რომ დაეწერა რაიმე მამარდაშვილის დასაცავად კარგი იქნებოდა.
კვარაზე წავიდა უაზრო შეტევა, მიუხედავად იმისა, რომ რასიზმი დაგმო.
მსოფლიო დონის ვარსკვლავია კვარა,მისი დონის არავინ გვყავს საქართველოში და ნამდვილად არაა სასიამოვნო რაღაც უაზრობის გამო მისი პოსტის ქვეშ ვინმე რასისტს ეძახდეს.
ვიღაცეები იმასაც უწერენენ, რეალში აღარ გვინდა გადმოხვიდე რადგან რასისტ მამარდაშვილს იცავო.
ეგ იარლიყი ისეთია ადვილად ვერ მოიშორებ. რასიზმი საშინელებაა.
ვალენსიას თავისი ფეხბურთელების დასაცავად რაიმე უნდა გაეკეთებინა.
??
25 მაისი 2023 15:48
12
თავად მოკეტე.
მაია
25 მაისი 2023 12:55
1
დაერხა ამას,აუფეთქებენ აქაუნთს)))
გიუშა
25 მაისი 2023 11:05
2
ვინც კი თეთრია, მისი გამოწერა უკან უნდა წაიღოს!
ლაშა
25 მაისი 2023 11:46
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული