როგორც იქაური yna წერს, სამხრეთ კორეის ასოციაციამ (KFA) განაცხადა, რომ "ნაპოლისა" და ესპანური "მალიორკას" მონაწილეობით ზაფხულის საგამოფენო შეხვედრები იმ მოტივით გაუქმდა, რომ მისი ჩამტარებელი ორგანიზაციები (პრომოუტერები) ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდენ.
მატჩების ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ხსენებულ კლუბებში მოთამაშე კორეელი ლეგიონერები იყვნენ, რასაც ინტერესი
სეულში, სადაც ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა, "ნაპოლისა" და "მალიორკას" შეხვედრები 8 და 10 ივნისს იყო ჩანიშნული. რომელიმე ვარსკვლავის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ჩამტარებელ ორგანიზაციებს ფინანსური კომპენსაციის გადახდა მოუწევდათ, საბოლოოდ კი, შეხვედრები ჩაიშალა. ბუნებრივია, რომ სანაკრებო მატჩების გამო, მონაწილეობას კვარაცხელია, ოსიმენი და სხვები ვერ შეძლებდნენ.
კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდში იაპონელი ახალწვეული დაანონსა. მას გულშემატკივრების რაოდენობის გაზრდა აზიურ ბაზარზეც სურს, რაც ახლა არ გამოვიდა, სამხრეთ კორეაში კი ზაფხულში "მანჩესტერ სიტის", "ატლეტიკოს', "რომას", "სელტიკსა" და "ვულვზს" ელიან.
შეგახსენებთ, სერია "ა"-ს უკანასკნელი ტური 4 ივნისს ჩატარდება, ამის შემდეგ კი ფეხბურთელებს სანაკრებო დაპირისპირებების ჩატარება ელით.
სპალეტიმ ჭორებს ორიგინალურად უპასუხა - ტოსკანელი ახალი იმიჯით [PHOTO]
აურელიო ხვიჩას "მარტო დატოვებას" არ აპირებს - "ნაპოლი" ინგლისიდან სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს...
ასეთია ერიიიი