ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გასვლაზე "რაპიდთან" წაგებულ მატჩში (2:3) გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
კიტეიშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატზე 19 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რიმ გრაცული გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა.
"შტურმი", რომელიც ამ სეზონში ვერცხლის მედლებს მოიპოვებს, 3 ივნისს, ბოლო ტურში ლასკ-ს უმასპინძლებს.